1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ოკა ოკუ

ოკუპაცია

  1. რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, იგი საქმიანობას ნიშნავს. თერაპიაში სიტყვა ,,ოკუპაცია“ სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენება. ოკუპაციური თერაპიის მიხედვით, ეს ტერმინი გულისხმობს ადამიანის მიერ დროის მიზანმიმართულ გამოყენებას მისი ინტერესებისა და ღირებულებების გათვალისწინებით. ოკუპაცია ეს ისეთი საქმიანობაა, რომელიც მიზანმიმართულია და ღირებული პიროვნებისათვის ან საზოგადოებისათვის. ოკუპაცია - ეს არის აქტივობა, რომელშიც ადამიანი ჩართულია მისი დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში. ეს აქტივობებია: მუშაობა, დასვენება, თამაში და ყოველდღიური ცხოვრებისეული ჩვევები. თითოეული ეს აქტივობა ინდივიდის მიერ წარიმართება მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი უნიკალური გზებით, რომელიც ეფუძნება მის გამოცდილებას, ინტერესებს, ღირებულებებს, ჩვევებს, რომელსაც ადამიანი იძენს დაბადებიდან, გარემოსთან მუდმივი ურთიერთობის პროცესში.
  2. პიროვნებისათვის მიზანმიმართული, სასურველი და ღირებული საქმიანობები, მაგალითად: თვითმოვლა (ჭამა, დაბანა, პირადი ჰიგიენა),პროდუქტიულობა (სწავლა, სამსახური), დასვენება (აქტიური და პასიური გართობა, ჰობი, ლაშქრობა, სოციალიზაცია). ოკუპაცია შეკავშირებულია პიროვნებასთან, რადგან პიროვნებას შინაგანად გააჩნია თავდაცვის, თვითრეალიზაციის და მიზნის მიღწევის მოთხოვნილება. ოკუპაცია მოიცავს აქტივობებს და შესრულებად ამოცანებს მიზნის მისაღწევად. ოკუპაციბი მრავალმხრივი და კომპლექსურია და სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. ოკუპაციური ქმედება - არის ერთიანი, დინამიური ფენომენი, გააჩნია დროითი და სივრცითი განზომილება. ოკუპაციური ქმედება ყალიბდება კომპონენტებს შორის - პიროვნება-გარემო-ოკუპაცია - ურთიერთქმედებით რომელშიც ადამიანი მონაწილეობს. ოკუპაციური ქმედება მოითხოვს გარემოსა და პიროვნებას შორის პერიოდულად წამოჭრილი კონფლიქტების დაბალანსებას. ცხოვრების მანძილზე ადამიანი მუდმივად ურთიერთობს გარემოსთან და საკუთარ შეფასებას აძლევს ამ ურთიერთობებს.
    Source: გელოვანი მარინა, თავართქილაძე თამარ ოკუპაციური თერაპია/მხატვ.: ბუბა ოჩიაური - თბ.: სიესტა, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9