1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ოკა ოკუ

ოკუპაციური ქმედება

პიროვნების, გარემოს და ოკუპაციის ურთიერთობის შედეგია. ეს არის დინამიკური გამოცდილება პიროვნებისა, რომელიც შესაბამის გარემოში მიზანმიმართულ აქტივობაშია ჩაბმული. ამ განსაზღვრების თანახმად, პიროვნება დინამიური, მოტივირებული და განვითარებადი არსებაა, რომელიც მუდმივად ურთიერთქმედებს გარემოსთან. მისი პირადი მონაცემები (თანდაყოლილი და შეძენილი უნარები) განაპირობებს ამ ურთიერთობებს და უკუპაციური ქმედების ხარისხს. ეს მონაცემები განსაზღვრავს ოკუპაციურ-თერაპიული ჩარევის მიმართულებას და მიზანს. მაგ., ადამიანის კულტურულ-ეროვნული ფესვები პრაქტიკულად არ არის ცვალებადი, თუმცა მისი შეხედულებები და ქცევები შეიძლება შეიცვალოს სხვა რელიგიაში გადასვლის, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლის, საკუთარ თავზე მუშაობის შემთხვევაში ან სხვა მრავლი მიზეზის გამო.
Source: გელოვანი მარინა, თავართქილაძე თამარ ოკუპაციური თერაპია/მხატვ.: ბუბა ოჩიაური - თბ.: სიესტა, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9