1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რეაბილიტაცია

  1. L. rehabilitatio
    ჯანმრთელობაზე მზრუნველი ჯგუფის მიერ განხორციელებული ინტერვენცია, რომელიც იწვევს ცვლილებებს და ეხმარება პიროვნებას, ავადმყოფობისა თუ დაზიანების შემდეგ, ფუნქციის აღდგენაში და ფუნქციონალური დამოუკიდებლობის მოპოვებაში. რეაბილიტაცია იწვევს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური ან ნევროლოგიური პროცესების ცვლილებას, განაპირობებს უნარ-ჩვევებისა და ქცევის გავარჯიშებას.
    Source: გელოვანი მარინა, თავართქილაძე თამარ ოკუპაციური თერაპია/მხატვ.: ბუბა ოჩიაური - თბ.: სიესტა, 2004
  2. 1. უსაფუძლოდ შელახული ღირსების, პატიოსანი სახელის, ჩამორთმეულ უფლებათა აღდგენა.
    2 (მედიც.) – იმ პირთა ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის აღდგენა, რომელთაც გადატანილ დაავადებათა ან ტრამვების შედეგად შეზღუდული აქვს ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები.
    Source: ეს შენი უფლებაა...= This is your right... / [ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია-დეა; ავტ.-შემდგ.: მადონა ხარებავა, ლალი ესებუა, მანანა გალუაშვილი [და სხვ.]; მხატვ. ზურაბ სულაკაური]. - [თბ. : ნეკერი, 2009]. - 84გვ.: ნახ., ფოტ.; 21სმ.. - ტერმინთა განმარტებანი: გვ. 79-82. - ბიბლიოგრ.: გვ. 83-84. - ISBN: 978-9941-404-98-6
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9