1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაძ მაჰ

მართვა

  1. ახალი ტერმინია, ის იმ უკვე კარგად ცნობილ მოვლენას აღნიშნავს, როცა პოლიტიკა სულ უფრო და უფრო მეტად არის ჩართული სხვადასხვა ქსელებში და გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი აღსრულების პროცესები არ არის ცალსახად განაწილებული სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის. „ჩვენ, როგორც წესი, ვეძებთ ერთ ჯგუფს, რომელიც დომინირებს სხვაზე, მმართველობის იმ სფეროებს, რომლებიც სრულიად იზოლირებულია სხვა გარეშე ძალებისგან მოცემულ გარემოში, პოლიტიკას, რომლის „შემოქმედიც“ სულ ერთი-ორი კაცია (…). ჩვენ ვეძებთ მათ, ვინც ძალაუფლებას ფლობს და ვერ ვამჩნევთ იმ მრავალ სუბიექტს, რომელთა ზემოქმედების ქსელი აკონტორლებს და მართავს ხელისუფლებას“.მათ „გავლენის ქსელებს“ უწოდებენ. ამდენად, მართვა ისეთი პროცესია, სადაც ბიუროკრატიასთან დაკავშირებული მმართველობისა და კონტროლის მექანიზმები ჩანაცვლებულია გაცილებით უფრო რთული ურთიერთობებით… „მართვა უფრო ტევადი ცნებაა და ის გულისხმობს შესაბამისი პირობების შექმნას მოწესრიგებული მმართველობისა და კოლექტიური საქმიანობისთვის, და ხშირად მოიცავს როგორც კერძო და არაკომერციულ, ისე სახელმწიფო სექტორის სუბიექტებს. მართვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის მთავარ აქცენტს ისეთ სამართავ მექანიზმებზე აკეთებს (გრანტები, კონტრაქტები და შეთანხმებები), რომლებიც არ ემყარებიან მხოლოდ და მხოლოდ სახელისუფლებო უფლებამოსილებასა და დირექტივებს (…). ეს მექანიზმები თუ საშუალებები იმისთვის გამოიყენება, რომ ერთმანეთს დაუკავშიროს იმ მოქმედ სუბიექტთა ქსელები, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროებში მოღვაწეობენ, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვთა დაცვა, ჯანდაცვა ან ეკონომიკური განვითარება“. ახალი მართვისა და სახელმწიფო სექტორის რეფორმის ეროვნული პროგრამებისკონტექსტში პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი და საკანონმდებლო საქმიანობა ორიენტირებულია საბოლოო მიზნების განხორციელებაზე (აქამდე ყურადღება მახვილდებოდა ძირითადად პროცედურათა მართლზომიერებაზე). პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღებისა და მმართველობის ტრადიციული სტილი უნდა ყოფილიყო ხისტი, მკაცრი წესებით განსაზღვრული, ცენტრალიზებული და ორიენტირებული პროცედურების განუხრელ დაცვაზე - ასეთ დროს ხდებოდა პროცესის რეგულირება და ხარჯების კონტროლი, მაგრამ ყურადღება არ ექცეოდა შედეგებს. სახელმწიფო მმართველობის ძველი მეთოდი (როგორც ამას აღწერდა ტეილორი ან ვებერი) უარყოფილ იქნა, როგორც გულგრილი და მტრულიც კი მუშაობის თავისუფალი და მოქნილი სტილის მიმართ, რომელიც ნაკლებ ყურადღებას უთმობდა ეფექტიანობას და კიდევ უფრო ნაკლებს - საზოგადოებასთან თანამშრომლობას. ტერმინი „მართვა“ განსაკუთრებით პოპულარული გახდა ახალი საუკუნის დასაწყისში, როცა ევროკომისიამ თავისი ოფიციალური დოკუმენტი გამოაქვეყნა „მართვაზე“. რატომ მოიქცა ასე ევროკომისია? რატომ გახდა საჭირო ევროკავშირში მმართველობის ახალი კონცეფციის დამკვიდრება? პასუხი პირველ კითხვაზე მარტივია: ევროპული კანონმდებლობის ამოქმედებისას გამოვლენილმა უამრავმა ხარვეზმა აიძულა ევროკომისია სხვა მეთოდები და მოდელები მოენახა. მეორეც, ევროკომისია, როგორც ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი საერთოევროპული სახელმწიფოს სტრუქტურა, აღმოჩნდა უზარმაზარი პრობლემის წინაშე - ევროპის მოსახლეობისთვის „მისაღები” გაეხადა ეს იდეა. მესამეც, ევროკავშირის გაფართოებამ დღის წესრიგში დააყენა გადაწყვეტილებების მიღების ახალი პროცედურის შემუშავების საკითხი, რომელიც საშუალებას მისცემდა ამ კავშირის „აპარატს“ ემუშავა 25 და მეტი წევრის არსებობის შემთხვევაშიც. იმისთვის, რომ გავიგოთ, ტექნიკური თვალსაზრისით რას ნიშნავს „მართვა“, აუცილებელია ამოსავალ წერტილად ავიღოთ გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი ამოქმედების კლასიკური პროცესი (რასაც ახლა „თანამეგობრობის კლასიკურ მეთოდს“ უწოდებენ) და უკვე მის საფუძველზე გავიაზროთ მართვის ახალი ფორმები და კანონების მიღების ახალი მეთოდები ევროკავშირში.
    Source: დემკე ქრისტოფ ევროპული საჯარო სამსახურები ტრადიციასა და რეფორმას შორის = European civil services between tradition and reform / ქრისტოფ დემკე; [მთარგმნ.: ლადო ლეკიაშვილი / რედ.: მარინა ივანიშვილი]; ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC) - თბ.: სახ. მართვის ევროპული ინ-ტი, 2005
  2. ორგანიზაციის ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს, ის განსაზღვრავს მიზანთან მისასვლელ გზებს, ორგანიზაციის საქმიანობას. ეს არის დაგეგმვის, ორგანიზების, მოტივაციისა და კონტროლის პროცესი, როცა დანახარჯები იქცევა პროდუქციად.
    Source: ქალი და ბიზნესი/საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია;/რედ.: ნათია დაღელიშვილი /მე-2 გამოცემა / – 2010.
  3. შეგნებული მიზანმიმართული ზემოქმედება სუბიექტებისა და ორგანოების მხრივ ადამიანებსა და ეკონომიკურ ობიექტებზე, რომელიც ხორციელდება სასურველი შედეგების მიღების მიზნით. მართვას ბიზნესის სფეროში, კერძოდ კომერციულ ორგანიზაციაში, ეწოდება მენეჯმენტი.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9