1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები

  1. E. Civil and Political Rights
    სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები სათავეს იღებს ისეთი დოკუმენტებიდან, როგორებიცაა ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა (1789, საფრანგეთი) და უფლებათა ბილი (1791, აშშ). თანამედროვე წყაროებია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველი 21 მუხლი და ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებები, როგორებიცაა: ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ევროპული კონვენცია, საერთაშორისო შეთანხმება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია და ადამიანისა და ხალხების უფლებათა აფრიკული ქარტია. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა უმეტესობა აბსოლუტური არ არის და შეიძლება შეიზღუდოს საჯარო და კერძო ინტერესებით, ძალადობის შემზღუდველი წესების მეშვეობით, სამართლებრივი სასჯელით. საერთაშორისო შეთანხმებით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ ნებადართულია უფლებათა შეზღუდვა „ერისათვის საფრთხის შემცველი საერთო-სახალხო უკიდურესი აუცილებლობის“ დროს (მუხლი 4). თუმცა იგი კრძალავს ზოგიერთი უფლების შეზღუდვას, მათ შორის არის სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვის, მონობის აკრძალვის, სისხლის სამართლის კანონებისათვის უკუძალის მინიჭების აკრძალვის უფლებები და აზრისა და რელიგიის თავისუფლება.
    Source: ნარინდოშვილი, მალხაზ, ადამიანის უფლებები / [ავტ. მალხაზ ნარინდოშვილი; რედ. გიორგი მელაძე] - [თბ.]: თავისუფლების ინ-ტი, [2005] - 119გვ.; 20სმ. - ISBN 99940-885-1-3: [ფ.ა.][MFN: 30981]
  2. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები:
    • სიცოცხლის უფლება;
    • ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
    • უფლება, რომელიც კრძალავს ადამიანის წამებას და მის მიმართ ცუდად მოპყრობას;
    • უფლება, რომელიც გულისხმობს ფიქრის, სინდისისა და სარწმუნოების თავისუფლებას;
    • უფლება, რომელიც გულისხმობს შეხედულებისა და ამ შეხედულების გამოხატვის თავისუფლებას;
    • და ბოლოს, უფლება, რომელიც მშვიდობიანი თავშეყრისა და გაერთიანებათა შექმნის თავისუფლებას გულისხმობს.
    Source: ადამიანის უფლებები და მათი დაცვა საერთაშორისო კანონმდებლობით: [ბუკლეტი პოლიციის თანამშრომელთათვის / მომზადებულია რალფ ქროშოუს მიერ] - [თბ.], 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9