1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შებ შეგ შედ შეე შეზ შეთ შეი შეკ შელ შემ შენ შერ შეს შეტ შეუ შეფ შეღ შეშ შეც შეწ შეხ

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში გამოიყენება, შეიძლება შემდეგ კატეგორიებად დაიყოს: მუშაობის ხარისხთან და შედეგებთან დაკავშირებული კრიტერიუმები (მიზნების მიღწევის დონე, სამუშაოს ხარისხი); ქცევასთან დაკავშირებული კრიტერიუმები (თანამშრომლობა, პასუხისმგებლობის აღების სურვილი, ცოდნა, სწავლის სურვილი); მენეჯმენტთან დაკავშირებული კრიტერიუმები (ხელმძღვანელობა, სტრატეგია, ინიციატივა, სიმტკიცე, უფლებამოსილების სხვებთან განაწილების უნარი, საქმის წარმართვა); ტექნიკურ კომპეტენციასთან დაკავშირებული კრიტერიუმები (კვალიფიკაცია, კომპეტენცია); შესაძლებლობებთან დაკავშირებული კრიტერიუმები (ტრენინგებთან, პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის გაფართოებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები). პერსონალის შეფასების სისტემა და შეფასების ფორმა, რა თქმა უნდა, დიდადაა დამოკიდებული შეფასების მიზანზე. ტრადიციული შეფასებები მიზნად მეტი ობიექტურობის უზრუნველყოფას ისახავდა. შესაბამისად, მისი ფორმაც უკიდურესად დეტალიზებული იყო, მოიცავდა მრავალ კრიტერიუმს, საშუალო მაჩვენებლებს, საბოლოო მაჩვენებლებს და სტანდარტიზებული იყო ყველა ფუნქციისთვის, ჯგუფისა და თანამდებობისთვის. რამდენადაც ამ ტიპის შეფასებებისთვის დამახასიათებელი იყო უამრავი ციფრი, სტრუქტურა, კრიტერიუმი და ფორმა - მოკლედ, რაციონალიზმი, ის ობიექტური და სრულყოფილი მეთოდის შთაბეჭდილებას ტოვებდა და დიდი ხნის მანძილზე სანიმუშოდაც ითვლებოდა. დღესდღეობით ორგანიზაციების უმეტესობა ცდილობს „გაამარტივოს“ შეფასების სისტემები და ორ ძირითად კრიტერიუმზე დაიყვანოს. ესენია: შეთანხმებული ამოცანების შესრულების დონე; მოსამსახურეთა შეფასება პროფესიული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის საფუძველზე.
Source: დემკე ქრისტოფ ევროპული საჯარო სამსახურები ტრადიციასა და რეფორმას შორის = European civil services between tradition and reform / ქრისტოფ დემკე; [მთარგმნ.: ლადო ლეკიაშვილი / რედ.: მარინა ივანიშვილი]; ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC) - თბ.: სახ. მართვის ევროპული ინ-ტი, 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9