1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დიპლომატიური პერსონალის წევრები

პირები, რომელთაც გააჩნიათ დიპლომატიური რანგი. დიპლომატიური რანგი არის დიპლომატის პირადი რანგი, რომელსაც მას დიპლომატიური სამსახურის გავლისას, მოცემულ სახელმწიფოში არსებული კანონებისა და წესების შესაბამისად აკუთვნებენ. ეს რანგი შეუნარჩუნდება იმისდა მიუხედავად, თუ რა თანამდებობა უკავია მას, და ასევე, სამსახურიდან გადადგომის შემთხვევაშიც. რანგი და დიპლომატის თანამდებობრივი მდგომარეობა შეიძლება ერთმანეთს ემთხვეოდეს (მაგ., განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი - ეს არის რანგიც და თანამდებობაც), მაგრამ შეიძლება არ ემთხვეოდეს კიდეც. დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის წევრები არ შეიძლება იყვნენ ის პირები, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა არ არის, ამასთანავე, ეს თანხმობა შეიძლება ნებისმიერ დროს იქნას ანულირებული. ეს ზუსტად ასევე ეხება მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებსაც, რომლებიც ერთდროულად არ არიან მააკრედიტებელი სახელმწიფოს მოქალაქეები (1961 წლის ვენის კონვენციის მე-8 მუხლი). დიპლომატიურ კორპუსს, ფართო გაგებით, განეკუთვნებიან აგრეთვე დიპლომატიური აგენტების ოჯახის წევრები, უკანასკნელთა მეუღლეები, მათი არასრულწლოვანი, ან სრულწლოვანი, მაგრამ გასათხოვარი ქალიშვილები და ხანდახან დიპლომატის ხანდაზმული მშობლები, რომლებზეც შეიძლება დიპლომატიური ბარათი გაიცეს და პრივილეგიები და იმუნიტეტი მიენიჭოს.
Source: ლეგაშვილი ნიკოლოზ, დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9