1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი

  1. მისი არსი მდგომარეობს განსაკუთრებული შეღავათების, უფლებებისა და უპირატესობების ერთობლიობაში, რომელიც ენიჭებათ უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, მათ პერსონალს და სხვა პირებს, რომლებიც, დაცვით საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სარგებლობენ. დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი იყოფა ორ ჯგუფად: 1. მთლიანად წარმომადგენლობის, როგორც სახელმწიფო ორგანოს პრივილეგიები და იმუნიტეტი; 2. წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალის პრივილეგიები და იმუნიტეტი.
    Source: ლეგაშვილი ნიკოლოზ, დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999
  2. უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირად ხელშეუხებლობას. ასეთი უფლებით აღჭურვილთა დაპატიმრება, პასუხისგებაში მიცემა, მოწმის სახით სასამართლოში გამოძახება არ შეიძლება. ხელშეუხებელია მათი საცხოვრებელი ბინა, სამუშაო ადგილი, გადაადგილების საშუალება (ავტომანქანა, თვითმფრინავი და სხვა). ამ ადგილებში ჩხრეკა აკრძალულია, მაგრამ დიპლომატიური იმუნიტეტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი მიზნებისათვის, რომლებიც შეუთავსებელია დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქციებთან, კერძოდ, არ შეიძლება თავშესაფარი მიეცეს ადამიანს, რომელიც დანაშაულის ჩადენისათვის დევნილია სახელმწიფოს მიერ; არ შეიძლება, აგრეთვე, ძალდატანებით ვინმეს დაკავება დასახელებულ ადგილებში. დიპლომატიური იმუნიტეტი არ გულისხმობს სრულ უპასუხისმგებლობას. თუ იმუნიტეტით აღჭურვილი პირი დანაშაულს ჩაიდენს საქართველოს ტერიტორიაზე, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდება. საქართველოს სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს საქართველოდან მისი დაუყონებლივ გაძევება, როგორც არასასურველი პირისა (persona non grata). საქართველოს იურისდიქციას ასეთი პირი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაექვემდებაროს, თუ ამის შესახებ არსებობს იმ სახელმწიფოს აშკარად გამოთქმული თანხმობა, რომელსაც იგი წარმოადგენს.
    Source: ნამჩევაზე დავით. სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედების პრინციპების ისტორიული მიმოხილვა // ალმანახი №12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9