1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დიპლომატიური წარმომადგენლობის შეწყვეტა

საერთაშორისო სამართალი განიხილავს დიპლომატიური წარმომადგენლობის შეწყვეტის შემდეგ შემთხვევებს: ა) როდესაც დიპლომატიური ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის გაწყვეტილია ან დროებით შეჩერებულია; ბ) როდესაც მათ შორის ომის მდგომარეობა წარმოიშვა; გ) როდესაც მააკრედიტებელ ან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ხელისუფლების კონსტიტუციური შეცვლა ხდება, და ახალი ხელისუფლებიდან არ მოსულა დადასტურება, რომ ის მზად არის გააგრძელოს დიპლომატიური ურთიერთობები; დ) როდესაც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელთაც დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდათ, წყვეტს თავის არსებობას, უერთდება სხვას და ქმნის საერთაშორისო სამართლის ახალ სუბიექტს. მიუხედავად სახელმწიფოებს შორის სერიოზული ცვლილებებისა და პოლიტიკური ურთიერთობების გართულებისა (დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა, ომი და სხვა.), მათი უფლებები და მოვალეობები მათ ტერიტორიაზე დარჩენილი დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობებისა და დიპლომატიური აგენტების მიმართ, რომელთაც ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებიათ, შენარჩუნებულია. ვენის 1961 წლის კონვენციის 44-ე მუხლში მითითებულია, რომ: ,,ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, ხელი უნდა შეუწყოს პრივილეგიების და იმუნიტეტის მქონე პირთა, რომლებიც არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქენი, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების, მოქალაქეობის მიუხედავად, რაც შეიძლება მალე გამგზავრებას, მან, კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მისცეს სატრანსპორტო საშუალებანი გასამგზავრებლად და ქონების გადასატანად;“ ხოლო 45-ე მუხლის მიხედვით: ,,ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ანდა წარმომადგენლობის საბოლოო ან დროებითი გაწვევის შემთხვევაში: ა) ადგილსამყოფელი სახელმწიფო, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, პატივს უნდა სცემდეს და იცავდეს წარმომადგენლობის კარ-მიდამოს, მის ქონებასა და არქივებს. ამავე მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, ,,მააკრედიტებელ სახელმწიფოს შეუძლია თავისი წარმომადგენლობის კარ-მიდამოს, ქონებისა და არქივების დაცვა ანდოს მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღები იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის”; გ) პუნქტის თანახმად კი: ,,მააკრედიტებელ სახელმწიფოს შეუძლია თავისი და თავის მოქალაქეთა ინტერესების დაცვა ანდოს მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღები იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის.“
Source: ლეგაშვილი ნიკოლოზ, დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9