1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია

  1. მიღებულ იქნა 1950 წლის 4 ნოემბერს რომში და მისი მიზანია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიერ განსაზღვრული უფლებების სისრულეში მოყვანა
    Source: ბებერაშვილი ზურაბ გზა უფლებებისაკენ : [სახელმძღვ. ზოგადსაგანმ. სკოლის მე-8 კლ.] / ავტ.: ზურაბ ბებერაშვილი, ნინო ბესელია, ნინო მახაშვილი და სხვ. ; [რედ.: მარიამ მიქაშავიძე ; მხატვ.: ბუბა ოჩიაური] - თბ., 2002.
  2. ევროპული კონვენცია წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის უმთავრეს დოკუმენტს ევროპაში. მასში მოცემული უფლებები გადმოტანილია საყოველთაო დეკლარაციის პირველი ნახევრიდან. ეს არის სიცოცხლის, წამებისა და სხვა არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობისგან ან დასჯისგან თავისუფლების, მონობისგან ან იძულებითი შრომისგან თავისუფლების, ადამიანის თავისუფლების და უსაფრთხოების, სამართლიანი სასამართლო პროცესის, უკუცევითი დასჯის კანონმდებლობის აკრძალვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, საცხოვრებელი ბინისა და მიწერ-მოწერის, აზრის, სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლების, საკუთარი აზრის გამოთქმის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, ქორწინებისა და ოჯახის შექმნის, უფლებათა დარღვევის ეფექტიანი სამართლებრივი საშუალებების, დისკრიმინაციისგან თავისუფლების უფლებები. გადატანილი აქვს რა უმთავრესი ყურადღება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე, კონვენცია დიდად არ აფართოვებს საყოველთაო დეკლარაციას. იგი ნამდვილად უფრო დეტალურად განიხილავს მრავალ უფლებას, რაც, რა თქმა უნდა, შესასრულებლად სავალდებულოა აღნიშნულ უფლებათა განხორციელების მიზნით. კონვენცია პირველი დოკუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის აღსრულების ეფექტიან მექანიზმს, თუმცა, საერთაშორისო სამართლის მკაცრი შინაარსის გათვალისწინებით, კონვენციამ ზედამხედველობის ორგანოდ დაამტკიცა სასამართლო, რომელიც ისმენს სახელმწიფოთა მიერ სახელმწიფოთა წინააღმდეგ წამოჭრილ საქმეებს ან იღებს გადაწყვეტილებებს კომისიის მიერ გადაცემულ ინდივიდუალურ განცხადებებზე. ინდივიდუალური საჩივრების მექანიზმის სავალდებულო ბუნება იწყება მხოლოდ მეთერთმეტე ოქმის (1998) ძალაში შესვლის შემდეგ. კონვენციის უდიდეს წარმატებად ითვლება ნაწილობრივ კომისიის და სასამართლოს პიონერული შრომა უფლებების დეტალური სასამართლო პრაქტიკის განვითარებასთან დაკავშირებით. განმარტების მიზანმიმართულმა და დინამიურმა ტექნიკამ ხელი შეუწყო უფლებათა და თავისუფლებთა განვითარებას საზოგადეობის ნორმების ცვლილებათა შესაბამისად. უფრო მეტიც, ისეთი საშუალებების გამოყენება, როგორიცაა უფლებამოსილების ზღვარი, განსაკუთრებით ეხმარება სისტემის ეფექტიანობას სახელმწიფოებთან შეთანხმებული არჩევანის იმ თავისუფლების აღიარებით, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ უფლებისა თუ თავისუფლების გამოყენების ფარგლებთან. აღნიშნული ეხმარება სახელმწიფოებს საკუთარი საზოგადოებრივი ნორმების (მაგალითად, მორალური) და საერთო უსაფრთხოების დადგენაში. უფლებამოსილების ზღვარის გამოყენება არ არის უსაზღვრო. იგი ფეხდაფეხ მიჰყვება ევროპის სასამართლო ზედამხედველობას – ევროპული სასამართლო, უმაღლესი არბიტრი, აკვირდება, გადალახულია თუ არა უფლებამოსილების ზღვარი.
    Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
  3. ხელი მოეწერა რომში 1950 წლის 4 ნოემბერს და ძალაში შევიდა 1953 წლის 3 მაისს. კონვენცია ფლობს სავალდებულო იურიდიულ ძალას საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში და ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს. ამდენად, კონვენციას აქვს სავალდებულო ხასიათი ქვეყნის ეროვნული სასამართლოებისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეები აღჭურვილნი არიან კონვენციაში დაფიქსირებული უფლებებითა და მოვალეობებით, ასე რომ, მათ შეუძლიათ უშუალოდ მოითხოვონ მისი ნორმების გამოყენება შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო პროცედურებში. კონვენციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თავისებურებად გვევლინება მისი დინამიური ხასიათი, რაც ასახავს სოციალური სტანდარტებისა და მოთხოვნილებების ცვლილების პროცესს. სწორედ კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე საქმის განხილვისას სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა აღენიშნა, რომ კონვენცია წარმოადგენს ცოცხალ ინსტრუმენტს, რომლის ახსნა-განმარტებაც უნდა წარმოებდეს დღევანდელი დღის აქტუალური მოვლენების პრიზმაში.
    Source: პაპუაშვილი ს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება ევროპის სასამართლოს პრაქტიკა //ალმანახი № 18 , [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003
  4. 2005 წლის მაისის მდგომარეობით 45-მა სახელმწიფომ მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირება. ევროპული კონვენცია თავის პრეამბულაში აცხადებს, რომ კონვენცია შემუშავდა იმ მიზნით, რომ მას საყოველთაო დეკლარაციაში წარმოდგენილი კონკრეტული უფლებების კოლექტიური შესრულებისათვის საწყისი ნაბიჯების გადადგმა მოეხდინა.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენცია დაახასიათა „ევროპული საჯარო წესრიგის (ordre public) კონსტიტუციურ დოკუმენტად“.
    Source: კილკელი ურსულა. პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის განხორციელება: გზამკვლევი / [ავტ.: ურსულა კილკელი; მთარგმნ.: ლაშა ჭელიძე და სხვ.; რედ.: ლაშა ჭელიძე] - [თბ. : ევროპის საბჭო, 2005]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9