1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დიფამაცია

  1. L. Diffamo
    ლათინურად „Diffamo” - „სახელს ვუტეხ“ და ნიშნავს ვისიმე სახელის გასატეხი ცნობების (ნამდვილისა თუ მოგონილის) გამოქვეყნებას. დიფამაციის არსებობისათვის აუცილებელია მითითება პირის წარსულ ან მიმდინარე საქმიანობის კონკრეტულ დასაძრახის ფაქტებზე. დიფამაციის დროს გავრცელებული ცნობები უნდა იწვევდეს ვინმეს სახელის გატეხვას. სახელის გამტეხად ჩაითვლება ის ცნობები, რომლებიც მიუთითებს ამა თუ იმ პირის უარყოფით თვისებებზე, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოებაში გაბატონებულ შეხედულებებს. ავადმყოფობაზე მითითება სახელის გამტეხად ჩაითვლება, როდესაც იგი დაზარალებულის ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებით მის ცუდ ყოფაქცევაზე მიუთითებს (ვენერიული სენით, შიდსით დაავადებებისას). დიფამაციის სუბიექტური მხარე გულისხმობს განზრახ ბრალს, რაც ცხადია დანაშაულის განზრახ ჩადენაზე მიუთითებს; დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ მის მიერ გავრცელებული ცნობა სახელს უტეხს სხვა პირს და სურს მისი ღირსების დამცირება და გათვალისწინებული აქვს მისი ქმედებით გამოწვეული საშიში შედეგების დადგომის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ამ დანაშაულის ჩადენისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს განზრახვის ორივე ფორმას, როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ განზრახვას.
    Source: კილასონია ნათია. დეფიმაცია // ალმანახი №12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
  2. Etym. ლათ. diffamatio ხმის გავრცელება, საიდუმლოს გაცემა
    მასმედიაში გამონაგონის, მადისკრიმინირებელი ინფორმაციის გავრცელება კონკრეტული ადამიანისა თუ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიმართ. ეს არის დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კვალიფიკაციით ცილისწამებას ენათესავება, მაგრამ მისგან ორი ნიშნით განსხვავდება:

    1. დიფამაცია არის დამალული და ვიღაცისთვის სასირცხვილო ფაქტების გახმაურება მხოლოდ მედიაში, მაშინ, როდესაც ცილისწამება შეიძლება განხორციელდეს როგორც მედიის, ისევე ვერბალური საშუალებით, სიტყვებით, ანდა სხვა წერილობით ფორმით.

    2. დიფამაციის შემთხვევაში დანაშაული მდგომარეობს ვიღაცისთვის სასირცხვილო ფაქტების გამომზეურებაში, განურჩევლად იმისა, შეესაბამება თუ არა ისინი სიმართლეს. ცილისწამება კი ყოველთვის განიხილება როგორც გამონაგონის, ცრუ ამბების განზრახ გავრცელების მცდელობა.

    დიფამაციის კონტექსტში ბანალური ჭორის დაყრა იგულისხმება, რომელშიც შესაძლოა, ცილისწამებისგან განსხვავებით, სიმართლის გარკვეული დოზაც ერიოს. დიფამაციას ხშირად კონსერვატული შეხედულების ადამიანები მიმართავენ. საეკლესიო და ულტრანაციონალისტური რიტორიკის გამოყენებით, ისინი ლგბტ ადამიანებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საჯაროდ განიკითხავენ და ყველა სასიკვდილო ცოდვაში მათ ადანაშაულებენ.
    Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9