1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევგ ევთ ევრ ევქ

ევროპა

ისტორიკოსების ცნობით ანტიკურ საბერძნეთში ევროპად ითვლებოდა მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დღეს ბალკანეთის სახელითაა ცნობილი. ამჟამად ევროპა ბევრად უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავს, მაგრამ ზუსტი საზღვრების დადგენა არც ისე ადვილია. პოლიტიკური ევროპა მოიცავს 10 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტ მიწის ფართობს და გადადის გეოგრაფიული აზიის ტერიტორიულ საზღვრებში. კონტინენტის კლიმატი მერყეობს სუბტროპიკულიდან (სამხრეთ რეგიონები) პოლარულამდე (ჩრდილოეთ რეგიონები). ევროპა 200-ზე მეტი ცოცხალი ენისა და კიდევ უფრო მეტ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების სამშობლოა. ის მოიცავს დაახლოებით 50 სახელმწიფოს, რომელთა მთლიანი მოსახლეობა თითქმის 800 მილიონს შეადგენს. ევროპის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა ძირითადი რელიგიის წარმომადგენელი ცხოვრობს. ეს კონტინენტი ასოცირებულია როგორც დემოკრატიის დაბადებასთან, ასევე ფაშიზმისა და ტოტალიტარიზმის ყველაზე უარეს გამოვლინებებთან, რაც კი მსოფლიოს ოდესმე უნახავს. ევროპას ახსოვს ებრაელთა განადგურება, კოლონიალიზმი და მონობა, დღეს კი ევროპაში ისეთი რაოდენობის ბირთვული იარაღია თავმოყრილი, რომელიც საკმარისია დედამიწაზე სიცოცხლის გასანადგურებლად. მიუხედავად ამისა, ევროპაში ყოველწლიურად იმართება ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი და დაარსდა ადამიანის უფლებათა მუდმივმოქმედი სასამართლო, რომელიც აღიარებულია მთელს მსოფლიოში.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9