1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
აღდ აღზ აღი აღკ აღმ აღო აღს აღწ

აღმოჩენის გზით სწავლა

რეცეპტებით სწავლის სანაცვლოდ – ხშირად, მასწავლებელი პრობლემის გადაჭრის მზა რეცეპტს იძლევა და მოსწავლეს მხოლოდ მისი დამახსოვრებარა ევალება. როგორც წესი, ამ დროს არც დამახსოვრების ხარისხია მარალი და არც ახალ სიტუაციაში ნაწილის გამოყენების უნარი. კარგად ვიცით, რამდენად უკეთესია მათემატიკის სწავლება, თუ მოსწავლე ამოცანების ამოხსნისას ახალ გზას თვითონ მიაგნებს, ან ფიზიკურ კანონს ,,აღმოაჩენს“ ლაბორატორიაში. ეს არის აქტიური სწავლების ტიპიური მეთოდი, როცა შესასწავლი საგანი არ გადაიცემა იმ საბოლოო ფორმით, რომლითაც მათი შესწავლაა საჭირო, როცა მასწავლებელი მოსწავლეს ,,ადგილს უტოვებს“ აღმოჩენისათვის. აღმოჩენის გზით სწავლებისათვის აუცილებელია მასწავლებელმა მკაფიოდ დსვას პრობლემა, რომლის პასუხსაც მოსწავლეები ინდივიდუალურად მოძებნიან ადრე ათვისებული მასალის საფუძველზე. ამ დროს მასწავლებელმა შეიძლება მოსწავლეები დაყოს ჯგუფებად, რათა მათ შეავსონ ერთმანეთის ცოდნა და შეძინონ ერთობლივი მუშაობის ჩვევები. თავის მხრივ, მასწავლებელს შეუძლია ფრთხილად წარმართოს კიდეც პრობლემის გადაჭრის პროცესი, რათა არ დაუკარგოს მოსწავლეებს დამოუკიდებლობის განცდა. ამგვარი სწავლა უფრო საფუძვლიანია, მაგრამ მასწავლებლისგანაც მოითხოვს შემოქმედებით მიდგომას - მან უნდა შეარჩიოს პრობლემა, დაგეგმოს მისი გადაჭრის პროცესი და დრო, და ა.შ.
Source: საყვარელიძე რამაზ. ინტერაქტიური სწავლება და მისი ფსიქოლოგიური საფუძვლები / რამაზ საყვარელიძე; მხატვ.-დიზ. ბუბა ოჩიაური; [ნორვეგიის ლტოლვ. საბჭო, შვედეთის განვით. საერთაშორ. სააგენტო] - თბ.: სიესტა, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9