ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი სისტემაა იმისთვის, რომ ახალგაზრდამ მიიღოს ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევები. რა თქმა უნდა, სკოლა სწავლის ერთადერთი ადგილი არაა - ცოცხალი არსება სულ სწავლობს მას შემდეგ, რაც ჩამოუყალიბდება ნერვიული სისტემა. ცხოველის გარემოსთან შეგუება დამოკიდებულია მის გამოცდილებაზე. ასევე, ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაც - მის გამოცდილებასა და ცოდნაზე. გამოცდილების დაგროვების ზოგადი კანონზომიერებების გაცნობიერება გავლენას ახდენდა პედაგოგიკაზე, რადგან სწავლების ხელოვნური სისტემა ბუნებრივ შესაძლებლობებს უნდა დაეყრდნოს.
Source: საყვარელიძე რამაზ. ინტერაქტიური სწავლება და მისი ფსიქოლოგიური საფუძვლები / რამაზ საყვარელიძე; მხატვ.-დიზ. ბუბა ოჩიაური; [ნორვეგიის ლტოლვ. საბჭო, შვედეთის განვით. საერთაშორ. სააგენტო] - თბ.: სიესტა, 2004