1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეჭვ

ეჭვმიტანილის უფლებები

1. ეჭვმიტანილს უფლება აქვს: ა) დაკავებიდან არა უგვიანეს 12 საათისა ხელზე მიიღოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ იმ დადგენილების ასლი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რაშია იგი ეჭვმიტანილი; ბ) მისცეს ან არ მისცეს ჩვენება; გ) ისარგებლოს დამცველის მომსახურებით მასთან შეთანხმებით, ანაზღაურების დანიშვნით ან ანაზღაურებისაგან სრული განთავისუფლებით მე-80 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; დ) პირისპირ შეხვდეს დამცველს მარტო, დღეში არა უმეტეს ერთი საათისა; ე) მისი მონაწილეობით დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს უფასოდ ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა; ვ) ეჭვმიტანილად პირველივე დაკითხვის შემდეგ მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა; ზ) განაცხადოს შუამდგომლობანი და აცილებანი; თ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი; ი) მონაწილეობა მიიღოს მისი ან დამცველის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; კ) პროკურორს ან მოსამართლეს წარუდგინოს საჩივარი მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის ან გამომძიებლის მოქმედებისა თუ გადაწყვეტილების გამო; ლ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნათესავებსა და ახლობლებს დაკავების ადგილი ან ადგილსამყოფელი; მ) მიიღოს ანაზღაურება ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ და დაუსაბუთებლად აღძვრისა და დაკავების შედეგად; ნ) მიიღოს მომკვლევისაგან ან გამომძიებლისაგან ამომწურავი განმარტება თავისი უფლებების შესახებ.
Source: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9