1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევგ ევთ ევრ ევქ

ევროპის საბჭო

  1. ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე დიდი სამთავრობათშორისო ორგანიზაციაა ევროპაში, რომელიც 8 მილიონზე მეტ ევროპელს აერთიანებს. მისი უმთავრესი საქმიანობა ადამიანის უფლებათა პრინციპების დამკვიდრებაა. ევროპული სასამართლო ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დასაცავად სახელმწიფოს თვითნებობისაგან და, ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოებას გააჩნდეს ინფორმაცია იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც მას შეუძლია გამოიყენოს უფლებათა დაცვის ეროვნული საშუალებების არაეფექტურობის შემთხვევაში.
    Source: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და თქვენი ფუნდამენტური უფლებები = The European Court of Human Rights and Your Fundamental Rights : [ბროშურა / ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი"; შემდგ.: თამარ გაბისონია, მაკა გიოშვილი ეკატერინე დარსანია სხვ.; რედ.: მანანა კობახიძე, ვლადიმერ მკერვალიშვილი] - თბ., 2005,

  2. წარმოადგენს მთავრობათაშორის ორგანიზაციას. ევროპის საბჭო შეიქმნა 1949 წლის 5 მაისს და ამჟამად მის შემადგენლობაში შედის 43 ქვეყანა. საქართველო გახდა ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი 1999 წლის 27 აპრილს. ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს ევროპის საბჭოს წევრი, თუ იგი აღიარებს კანონის უზენაესობის პრინციპს და იცავს ნებისმიერი ადამიანის უფლებებს, რომელიც ცხოვრობს მის ტერიტორიაზე. ევროსაბჭო იხილავს ევროპული საზოგადოების ყველა მნიშვნელოვან პრობლემას. მისი საქმიანობის პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს: ადამიანის უფლებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, თანამშრომლობა სამართლის დარგში, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა, სპორტი, ახალგაზრდობა, ადგილობრივი დემოკრატია და საზღვრისპირა თანამშრომლობა, გარემო და ტერიტორიების კეთილმოწყობა. ევროსაბჭოს ყოველდღიური საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს კონვენციებისა და შეთანხმებების შემუშავება, რომელთა საფუძველზე შემდგომში ხორციელდება წევრ სახელმწიფოთა კანონმდებლობის უნიფიცირება და შეცვლა. გარდა ამისა, ზოგიერთი კონვენცია და შეთანხმება ღიაა ხელმოწერისათვის იმ სახელმწიფოთათვის, რომლებიც არ შედიან ევროსაბჭოს შემადგენლობაში. ევროპის საბჭოს შეუძლია აგრეთვე მიიღოს ,,ნაწილობრივი შეთანხმებები”, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობას ,,ცვალებადი გეომეტრიის” ფორმით. ეს კი ნიშნავს, რომ წევრ სახელმწიფოთა მნიშვნელოვან ნაწილს, დანარჩენი ქვეყნების თანხმობით, შეუძლია განახორციელოს კონკრეტული ღონისძიებები საერთო ინტერესების სასარგებლოდ.
    Source: ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
  3. გაერო-ს მსგავსად, ევროპის საბჭოც ჩამოყალიბდა დაძაბულ პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის საბრძოლო მოქმედებათა დასრულების შემდეგ. თითქმის ოცი ქვეყანა დაესწრო 1948 წლის მაისში ჰააგაში მოწვეულ ევროპის კონფერენციას, რომლის მიზანი იყო ევროპაში გაერთიანებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების დადგენა. შერყეულ ეკონომიკას ესაჭიროებოდა საყრდენი; ეროვნული სახელმწიფოს ძალაუფლების დაკნინებას ესაჭიროებოდა ფედერალური რეაგირება; ხოლო რეგიონში ხანგრძლივი უსაფრთხოების დაცვას ესაჭიროებოდა სხვადასხვა ხალხების მხარდაჭერა. დასკვნათა შორის იყო ისეთი საკითხები, რომლებიც მიმართული იყო ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრირებისკენ – კერძოდ, აღნიშნული მიღწევა დაგეგმილი იყო იმ სხვადასხვა ხელშეკრულებებით, რომლებიც ერთად მიიყვანდა სახელმწიფოებს ევროპის კავშირის შექმნამდე. თავდაცვასთან დაკავშირებულმა საკითხებმა წარმოქმნა დასავლეთ ევროპის კავშირის ჩამოყალიბების აუცილებლობა, რომელიც მიმართული იქნებოდა აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხისაგან თავდასაცავად. კონგრესის ყველაზე გამოკვეთილი და სწრაფი შედეგი, მიუხედავად ყველაფრისა, იყო ევროპის საბჭოს შექმნის მამოძრავებელი ძალა. ევროპის საბჭო ჩამოყალიბდა 1949 წელს. მასში შედიოდა ათი წევრი სახელმწიფო. 1989 წლისათვის, როცა ორგანიზაციას შეუერთდა ფინეთი, ერთი შეხედვით, საბჭოში შედიოდა დასავლეთ ევროპის ყველა სახელმწიფო. ბერლინის კედლის დაცემისა და „რკინის ფარდის“ რღვევის შემდეგ ევროპის საბჭო მოელოდა (და მზად იყო ამისთვის) გაფართოვებას აღმოსავლეთისკენ. 2004 წლისთვის ევროსაბჭოს წევრი იყო ორმოცდახუთი ქვეყანა, დაწყებული პორტუგალიიდან დასავლეთით და დამთავრებული რუსეთის ფედერაციით აღმოსავლეთით: თითქმის რვა მილიონი ადამიანია მოქცეული საბჭოს ფარგლებში. წევრი სახელმწიფოების გარდა არიან საპარლამენტო ასამბლეის განსაკუთრებული სტუმრის სტატუსის მქონე სახელმწიფოები (კანადა, ისრაელი და მექსიკა) და მინისტრთა კომიტეტის დამკვირვებლები (ვატიკანი, იაპონია და სამი ჩრდილო ამერიკული სახელმწიფო – აშშ, კანადა და მექსიკა). ყველა წევრი სახელმწიფო აღიარებს კანონის უზენაესობას. შესაბამისად, ევროპის საბჭოში გაერთიანების წინასწარი პირობის თანახმად პოტენციურმა წევრმა ქვეყანამ ყოველმხირვ უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
    Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
  4. დაწესებულება, რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის ევროპაში ადამიანის საყოველთაო უფლებებისა და გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციაში. ქვემოთ მითითებულია ევროსაბჭოს ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თანასწორობის საკითხებზე: ადამიანის უფლებების დირექტორატი, რომელსაც ევალება ევროსაბჭოს მოქმედებების განსაზღვრა და განხორციელება, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრობლემატიკის შესწავლა ევროპის ქვეყნებში, ქვეყნების პოლიტიკის შეფასება, და სათანადო იურიდიული ინსტრუმენტების პოპულარიზაცია. ქალთა და მამაკაცთა თანაბარი შესაძლებლობების საქმეთა კომიტეტი, რომელიც ამუშავებს მოხსენებებს პეკინის პლატფორმის ფარგლებში მიღებული ვალდებულებების განხორციელების სფეროში და ატარებს შესაბამის კონფერენციებსა და სემინარებს.
    Source: გენდერული თანასწორობის საკითხები: ევროპული გამოცდილება და ქართული რეალობა, / [ რედაქტორები: მაია ბრანკა; მილენა მითაგვარია;] - თბ., 2005 : „ქალთა პოლიგრაფიულ სერვისი”
  5. 1949 წელს დაარსებული ევროპის საბჭო პირველი ევროპული მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა. დღეს მისი 47 წევრი სახელმწიფო ევროპის პრაქტიკულად მთელ კონტინენტს ფარავს. ევროპის საბჭო მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე დაყრდნობით საერთო დემოკრატიული და სამართლებრივი პრინციპების დამკვიდრებას.
    Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9