1. სისხლის სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში - აგრეთვე აფხაზურ ენაზე. 2. პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა, უფლება აქვს გააკეთოს განცხადება, მისცეს ჩვენება და განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, შეიტანოს საჩივარი, სასამართლოში გამოვიდეს მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც მან იცის. ამ შემთხვევებში, აგრეთვე საქმის მასალების გაცნობისას პროცესის მონაწილეს უფლება აქვს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. 3. საგამოძიებო და სასამართლო დოკუმენტები, რომლებიც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა გადაეცეს ბრალდებულს ან პროცესის სხვა მონაწილეს, უნდა ითარგმნოს მის მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც მან იცის. 4. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია პროცესის მონაწილეებს განუმარტოს ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული მათი უფლებები. 5. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე თარჯიმნის შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფოს ხარჯზე. 6. ყველა საპროცესო აქტი დგება სამართალწარმოების ენაზე. 7. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, მსაჯულები ვალდებულნი არიან სრულყოფილად იცოდნენ სამართალწარმოების ენა.
Source: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.