1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამს ამფ

ამომრჩეველთა სია ანუ საარჩევნო რეგისტრაცია

იმისათვის, რომ მოქალაქემ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში - მისცეს ხმა არჩევნების დგეს - იგი უნდა შეიტანონ საარჩევნო სიაში, ანუ მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია. საქართველოს კანონმდებლობით ამომრჩეველი უნდა შეიტანონ სიაში მისი მუდმივი სახოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს ახალი კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქეებს (საქართველოში კანონიერად მყოფ ნებისმიერ პირსაც) აქვთ უფლება, აირჩიონ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან გამოიცვალონ იგი საკუთარი სურვილის მიხედვით. ოღონდ, ამ უფლებას ახლავს ვალდებულებაც - გაიარონ რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონულ განყოფილებაში. ე.ი. აცნობონ ამ ორგანოებს მათი მუდმივი საცხოვრებელი მისამართი და აიღონ შესაბამისი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - რეგისტრაციის მოწმობა. მოქალაქის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ითვლება ის მისამართი, რომელზეც იგი არის რეგისტრირებული. ამომრჩევლის სიაში შიტანენ მხოლოდ შესაბამისი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. ამომრჩევლის საარჩევნო სიაში შეტანას ეწოდება ამომრჩევლის რეგისტრაცია. საუბნო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან, ამომრჩევლის სია საყოველთაო გაცნობისათვის გამოაკრან არჩევნებამდე 10 დღით ადრე. ყოველ მოქალაქეს - ამომრჩეველს - უფლება აქვს, გამოთქვას პრეტენზია, თუ იგი რეგისტრირებული არ არის შესაბამის ტერიტორიაზე და გამორჩენილია ამომრჩევლის სიაში. პრეტენზია უნდა წარადგინონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში. თუ კომისიისაგან მიიღებენ უარს, მათ უფლება აქვთ, პრეტენზია წარადგინონ შესაბამის სასამართლოში. იმ საუბნო საარჩევნო კომისიებმა, რომლებიც მდებარეობენ რაიონის ტერიტორიაზე, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები უნდა შეიტანონ ცალკე ამომრჩეველთა სიაში.
Source: საქართველოს მოქალაქე და მისი არჩევანი: სემინარი საქ. ჟურნალისტებისათვის: [ბროშურა / რედ. თამაზ კოსალაშვილი] ; კავშირი „დიალოგი“ - თბ.: [ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში], 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9