1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პაბ პაგ პათ პაკ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პარტიებისა და ბლოკების საარჩევნო უფლება

საქართველოს პარლამენტში არჩევნებში მონაწილეობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პარტიას, რომლის ინიციატივაც დადასტურებულია 50. 000 ამომრჩევლის ხელმოწერით მაინც ან, რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისთვის, მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში კი - წარდგენის უფლების მქონე პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიას, აგრეთვე პირს, რომლის წარდგენის ინიციატივა დადასტურებულია 1000 ხელმოწერით მაინც ან, რომელიც ბოლო არჩევნებში არჩეული იყო პარლამენტის წევრად. პარლამენტის წევრად არ შეიძლება არჩეულნი იყვნენ პირები, რომელთა თანამდებობა არ შეეთავსება პარლამენტის წევრის სტატუსს, რაც განისაზღვრება „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით. პარლამენტის წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები და მათი მოადგილეები, რაიონის, ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები (მდივნები), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები, მოსამართლეები და მათი თანაშემწეები, საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, აუდიტორიული საქმიანობის საბჭოს, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები, თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე და მოადგილეები, აგრეთვე პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები,“ თუ ისინი რეგისტრაციამდე განთავისუფლებულები არ იქნებიან დაკავებული თანამდებობებიდან. მოქალაქის აქტიური საარჩევნო უფლება ასევე შეიძლება იყოს შეზღუდული რიგი მოთხოვნებით, მაგ.: ა) მოქალაქეს შეიძლება საარჩევნო უფლება ჩამორთმეული ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ. ბ) არჩევნებში არ მონაწილეობენ ის მოქალაქეები, რომლებიც სასამართლოს განაჩენით სასჯელს იხდიან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.
Source: საქართველოს მოქალაქე და მისი არჩევანი: სემინარი საქ. ჟურნალისტებისათვის: [ბროშურა / რედ. თამაზ კოსალაშვილი]; კავშირი „დიალოგი“ - თბ.: [ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში], 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9