1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ცე ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცედ ცემ ცენ ცერ

ცენტრალური საარჩევნო კომისია

შედგება კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, მდივნის და არანაკლებ 14 წევრისგან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 5 წევრი, რომელთაგან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი არ უნდა იყოს სამზე მეტი, ინიშნება საქართველოს პარლამენტის მიერ 4 წლის ვადით ყოველი საპარლამენტო არჩევნების წლის საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს. საქართველოს პრეზიდენტი კი ნიშნავს ცსკ-ის 4 წევრს და პარლამენტის თანხმობით - თავმჯდომარეს 5 წლის უფლებამოსილების ვადით. დანარჩენი წევრები შეივსება პარტიებიდან. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტი ნიშნავს ცსკ-ის სხვა წევრებსაც. ავტონომიური რესპუბლიკელების უზენაესი საბჭოები და მათი პრეზიდიუმები უფლებამოსილები არიან, ჰყავდეთ თითო წარმომადგენელი ცსკ-ში. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს. ცენტრალური საარჩევნო კომისია თავისი კომპენტენციის ფარგლებში: აკონტროლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონის შესრულებას და უზრუნველყოფს მათ ერთგვაროვან გამოყენებას; ქმნის საარჩევნო ოლქებს, ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და ოთხ-ოთხ წევრს, საჭიროების შემთხვევაში - კომისიების დამატებით წევრებს; წყვეტს საარჩევნო ოლქისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების მიწერის საკითხს; რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რწმუნებულს და აძლევს მას სათანადო მოწმობას, აგრეთვე რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიულ სიებს და აძლევს სათანადო მოწმობებს პარლამენტის წევრების კანდიდატს; ადგენს არჩევნების შედეგებს პარტიული სიების მიხედვით, აჯამებს რესპუბლიკაში არჩევნების შედეგებს; რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ პარლამენტის წევრს და აძლევს მას სათანადო მოწმობას; ახორციელებს კანონის „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ შესაბამის სხვა უფლებამოსილებას.
Source: საქართველოს მოქალაქე და მისი არჩევანი: სემინარი საქ. ჟურნალისტებისათვის: [ბროშურა / რედ. თამაზ კოსალაშვილი]; კავშირი „დიალოგი“ - თბ.: [ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში], 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9