1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საპარლამენტო არჩევნები

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას. „საქართველოს პარლამენრის არჩევნები ეწყობა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით“. პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით. საქართველოს პარლამენტის 150 წევრი აირჩევა პროპორციული სისტემით და 85 წევრი კი მაჟორიტარული სისტემით. პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება საარჩევნო ოლქები და უბნები. პროპორციული სისტემით საქართველო ერთი 150 მანდატიანი საარჩევნო ოლქია. მაჟორიტარული სისტემით საქართველო 85 მაჟორიტარული ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქისაგან შედგება (საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით). ქ. თბილისში იქმნება 10 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი. საარჩევნო უბნები იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის არჩევნებამდე არა უგვიანეს 55 დღისა. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 40 დღისა და არა უგვიანეს 15 დღისა, არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
Source: საქართველოს მოქალაქე და მისი არჩევანი: სემინარი საქ. ჟურნალისტებისათვის: [ბროშურა / რედ. თამაზ კოსალაშვილი]; კავშირი „დიალოგი“ - თბ.: [ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში], 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9