1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საყოველთაო საარჩევნო უფლება

არსებობს ორი სახის: პასიური საარჩევნო უფლება და აქტიური საარჩევნო უფლება. პასიური საარჩევნო უფლება არის მოქალაქის უფლება, თავად იყოს აჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრად ან პრეზიდენტად, ხოლო აქტიური საარჩევნო უფლება არის მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ანუ ხმა მისცეს ასარჩევ კანდიდატს ან პარტიულ სიას საკუთარი სურვილის მიხედვით. საპარლამენტო არჩევნებისას პარლამენტის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა მაინც, განურჩევლად რასისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, განათლებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა. პარლამენტის წევრად არჩეული არ შეიძლება იყოს მოქალაქე, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ ცხოვრობს საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ხოლო საარჩევნო ასაკით საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის აქტიური საარჩევნო უფლება - ხმის მიცემის უფლება - აქვს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. ე.ი. მოქალაქეს, რომელიც არჩევნების დღისათვის ხდება 18 წლის ან უფრო მეტი ასაკისაა. ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები თავიანთი სამხედრო ნაწილის მუდმივი დისლოკაციის ადგილის მიხედვით მონაწილეობას იღებენ პარლამენტის არჩევნებში ორივე სისტემით. იძულებით გადაადგილებული პირები მონაწილეობენ მხოლოდ პარლამენტის პროპორციულ და პრეზიდენტის არჩევნებში.
Source: საქართველოს მოქალაქე და მისი არჩევანი: სემინარი საქ. ჟურნალისტებისათვის: [ბროშურა / რედ. თამაზ კოსალაშვილი]; კავშირი „დიალოგი“ - თბ.: [ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში], 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9