1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საოლქო საარჩევნო კომისია

შედგება თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნისა და 7 წევრისგან. კომისიის თავმჯდომარეს და მის 4 წევრს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დანარჩენ წევრებს კი პარტიები იმავე წესით. საქართველოში მოქმედებს იმდენივე საოლქო საარჩევნო კომისია, რამდენი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიც არის დაფიქსირებული საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის - სულ 85. საოლქო საარჩევნო კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: აკონტროლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კონსტიტუციისა და კანონის „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ შესრულებას და უზრუნველყოფს მათ ერთგვაროვან გამოყენებას საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე: ქმნის საარჩევნო უბნებს, ნიშნავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ოთხ წევრს, საჭიროების შემთხვევაში - კომისიის დამატებით წევრებს, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რწმუნებულს, აგრეთვე ოლქში წარდგენილი კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირს და აძლევს მათ სათანადო მოწმობას, აგრეთვე რეგისტრაციაში ატარებს ოლქში წარდგენილ კანდიდატებს, აძლევს მათ სათანადო მოწმობებს, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს მოცემულ საარჩევნო ოლქში, აძლევს მას სათანადო მოწმობას; ადგენს და ადგილობრივ პრესაში აქვეყნებს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა, არჩევნებში მონაწილეთა და კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვს, არჩევნების საბოლოო შედეგს და ახორციელებს კანონის „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ შესაბამის სხვა უფლებამოსილებას.
Source: საქართველოს მოქალაქე და მისი არჩევანი: სემინარი საქ. ჟურნალისტებისათვის: [ბროშურა / რედ. თამაზ კოსალაშვილი]; კავშირი „დიალოგი“ - თბ.: [ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში], 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9