1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საუბნო საარჩევნო კომისია

იქმნება საარჩევნო უბნების მიხედვით. ყველა საარჩევნო ოლქს საოლქო საარჩევნო კომისიები ყოფენ საარჩევნო უბნებად. საუბნო საარჩევნო კომისია იქმნება კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, მდივნის და 7 წევრისაგან. კომისიის თავმჯდომარეს და მის ოთხ წევრს ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისია. დანარჩენი წევრები კი ინიშნება პარტიების მიერ ამავე წესით. საუბნო საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ ამომრჩეველთა სიების შედგებას, ამომრჩევლის ბარათების დარიგებას, კენჭისყრასა და შედეგების დათვლას საარჩევნო უბანში. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილება გრძელდება პარლამენტის მორიგი არჩევნების დანიშვნამდე. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება მთავრდება არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ.
Source: საქართველოს მოქალაქე და მისი არჩევანი: სემინარი საქ. ჟურნალისტებისათვის: [ბროშურა / რედ. თამაზ კოსალაშვილი]; კავშირი „დიალოგი“ - თბ.: [ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში], 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9