1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

  1. 1950 წლის კონვენციით დაარსდა, შედგება იმდენი მოსამართლისაგან, რამდენიც არის მაღალი ხელშემკვრელი მხარე. დღესდღეობით მათი რაოდენობა ორმოცდათხუთმეტია. სამოსამართლო საქმიანობას მოსამართლე ახორციელებს თავისი ინდივიდუალური უფლებამოსილებით და არ წარმოადგენს არც ერთი სახელმწიფოს ინტერესებს. მას არ შეუძლია განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რაც შეუთავსებელია მის დამოუკიდებლობასთან და მიუკერძოებლობასთან, ან სრულგანაკვეთიან სამსახურის მოთხოვნებთან. მოსამართლეთა არჩევა ხდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ექვსი წლის ვადით. სასამართლოსა და მისი ადმინისტრაციის საქმიანობას წარმართავს სასამართლოს თავმჯდომარე. იგი წარმოადგენს სასამართლოს და პასუხისმგებელია ევროპის საბჭოს აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთობებზე. სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს ვიცე თავმჯდომარეები, რომლებიც დახმარებას უწევენ მას. ისინი იკავებენ თავმჯდომარის ადგილსაც ამ უკანასკნელის მხრიდან თავისი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის ან თავმჯდომარის თანამდებობის ვაკანტურობის შემთხვევაში. ვიცე თავმჯდომარეები შეიძლება იყვნენ სექციის თავმჯდომარეებიც. კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს სტრუქტურაში იქმნება სამი ორგანო: კომიტეტები, პალატები და დიდი პალატა. სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით, პლენარული სასამართლო სამი წლის ვადით ქმნის სექციებს. უნდა შეიქმნას სულ მცირე ოთხი სექცია. თითოეული მოსამართლე უნდა იყოს რომელიმე სექციის წევრი. სექციათა შემადგენლობა ყალიბდება გეოგრაფიული და გენდერული პრინციპით და ასახავს იმ სამართლებრივ სისტემებს, რომლებსაც ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წარმოადგენენ.
    Source: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და თქვენი ფუნდამენტური უფლებები = The European Court of Human Rights and Your Fundamental Rights : [ბროშურა / ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ; შემდგ.: თამარ გაბისონია, მაკა გიოშვილი ეკატერინე დარსანია სხვ. ; რედ.: მანანა კობახიძე, ვლადიმერ მკერვალიშვილი] - თბ., 2005,

  2. სტრასბურგის ევროპული სასამართლო ცნობილია მთელი რიგი მიზეზების გამო, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ იმის გამო, რომ მან სიცოცხლე და მნიშვნელობა შემატა ადამინის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის ტექსტს. მისი ერთ-ერთი უპირატესობა არის სავალდებულო იურისდიქციის სისტემა, რაც ნიშნავს რომ როგორც კი სახელმწიფო მოახდენს მის რატიფიცირებას ან შეუერთდება მას ის ავტომატურად დაექვემდებარება ევროპის სასამართლოს იურისდიქციას. ამდენად ამ სასამართლოში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიძლება შეტანილი იქნას სარჩელი რატიფიკაციის მომენტიდან. მისი წარმატების კიდევ ერთი მიზეზი არის სასამართლოს გადაწყვეტილებების იურიდიული ძალა. სახელმწიფოები უნდა დაემორჩილონ საბოლოო გადაწყვეტილებას. ამაზე დაკვირვებას აწარმოებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი. ევროპის სასამართლოში აღძრული ნებისმიერი საქმის განხილვის დროს პროცედურა ასევე მოიცავს მეგობრული გადაწყვეტის შესაძლებლობას მხარეებს შორის მედიატორობის საფუძველზე. სასამართლომ ასევე შეძლო განვითარებულიყო დროში. 1959 წ. მისი დაარსების შემდეგ ის იყო მხოლოდ არამუდმივმოქმედი სასამართლო, რომელიც მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპის კომისიასთან ერთად. მის მიერ განხილული საქმეების ზრდასთან ერთად საჭირო გახდა მუდმივმოქმედი სასამართლოს არსებობა და ის დაარსდა კიდეც 1998 წ. ეს წინსვლა წარმოადგენს სასამართლოს წარმატების ნათელ დადასტურებას. ხალხმა იცის, რომ ის არსებობს და შესწევს უნარი ჩაერიოს როდესაც მათი ძირითადი უფლებები ხელყოფილია
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
  3. ევროპული სასამრთლო წარმოადგენს ევროპული კონვენციის საფუძველზე ჩამოყალიბებულ საერთაშორისო დაწესებულებას, რომლის მიზანია ინდივიდებისა და სახელმწიფოებისგან საჩივრების მიღება კონვენციით დაცული უფლებების დარღვევის თაობაზე. საპარლამენტო ასამბლეა ირჩევს მოსამართლეებს ექვსი წლის ვადით (მუხლები 22-23, თუმცა შესწორდება მე-14 ოქმით). პრაქტიკულად, მოსამართლეთა ნახევარი იცვლება ყოველ სამ წელიწადში როტაციის საფუძველზე. მოსამართლეები მუშაობენ დამოუკიდებლად. ისინი არ არიან თავისი მშობლიური სახელმწიფოების წარმომადგენლები (მუხლი 21). მოსამართლეები, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლები უნდა იყვნენ. ისინი არ უნდა ახორციელებდნენ რაიმე სხვა ისეთ საქმიანობას სასამართლოს გარეთ, რომელიც შეძლებს მათი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კომპრომეტირებას. სასამართლოს წევრები საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ თავმჯდომარეს, თავმჯდომარის ორ მოადგილეს და პალატის თავმჯდომარეებს. ეს ოფიციალური პირები თანამდებობაზე რჩებიან სამი წლის განმავლობაში. სასამართლო იმართება მისივე საკუთარი სასამართლოს წესებით. იგი დაყოფილია ოთხ სექციად. თითოეული მათგანის შემადგენლობა უცვლელია სამი წლის განმავლობაში. თითოეული სექცია უნდა ასახავდეს როგორც გეოგრაფიულ, ისე გენდერულ/ სქესობრივ ბალანსს, ისევე, როგორც წევრ ქვეყნებში მიღებული სამართლის სისტემების ნაერთს. თითოეულ სექციას ჰყავს თავმჯდომარე, ორი სექციის შემთხვევაში, პრეზიდენტი ასევე პლენარული სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტია. აუცილებლობის შემთხვევაში, სექციის ვიცე-პრეზიდენტები დახმარებას უწევენ პრეზიდენტებს. თითოეული სექცია დაყოფილია სამი მოსამართლისგან შემდგარ კომიტეტებად, რომლებიც მოქმედებენ თორმეტი თვის განმავლობაში. კომიტეტები ზოგიერთ ისეთ ამოცანას ასრულებენ, რომლებიც ადრე შედიოდა ყოფილი კომისიის კომპეტენციაში. საქმეების მოსასმენად მოსამართლეები იკრიბებიან შვიდეულისგან შემდგარ პალატაში, რომელიც შემდგარია თითოეული სექციის წევრებისგან როტაციის პრინციპზე დაყრდნობით. თითოეულ საქმეში უნდა მონაწილეობდეს სექციის თავმჯდომარე და მოპასუხე სახელმწიფოს მიერ დანიშნული მოსამართლე (მუხლი 27(2)). თუ მოპასუხე სახელმწიფო აირჩევს მოსამართლეს სექციის გარედან, იგი საქმეს მოისმენს სტატუსით „ex officio“ (თანამდებობიდან გამომდინარე). დიდ პალატაში შედის ჩვიდმეტი მოსამართლე – პალატა გადახალისდება ყოველ სამ წელიწადში. მიაქციეთ ყურადღება, რომ მე-14 ოქმი ითვალისწინებს აღნიშნული სისტემის შეცვლას. საქმეთა მოსმენასთან ერთად, 47-ე მუხლის თანხმად, სასამართლოს შეუძლია, მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე, რჩევების გაცემა კონვენციისა და მისი ოქმების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხებზე. ამგვარ რჩევებს გასცემს დიდი პალატა, რომელსაც ასევე შეუძლია ცალკე რჩევების ჩამოყალიბება.
    Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9