1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ელე ელი ელჩ ელჯ

ელექტრონული საინფორმაციო სივრცე

ა) წარმოადგენს ქვეყნის საინფორმაციო რესურსების/პროდუქტებისა და ცოდნის რესურსები/პროდუქტების ერთობლიობას, რომლებიც არსებობს ე.წ. ჰიპოთეტიკური ტერიტორიის (სივრცის) ფარგლებში (საზღვრებში), რომელსაც მოიცავს (ფარავს): - ერთი მხრივ, ქვეყნის ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა; - მეორე მხრივ, ქვეყნის საინფორმაციო რესურსები/პროდუქტები და ცოდნის რესურსები/პროდუქტები, მიუხედავად იმისა, თუ სად არიან ისინი განთავსებული და არის თუ არა ეს რესურსები ხელმისაწვდომი ქვეყნის ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის საშუალებით; ბ) ინფორმაციის თვალსაზრისით, ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და სხვა მდგომარეობას; გ) ფაქტობრივად, წარმოადგენს ქვეყნის „საინფორმაციო ტერიტორიას“, საკუთარი „საინფორმაციო საზღვრებით”, რომლებიც მოითხოვს შესაბამის „დაცვას“; დ) ხასიათდება „საინფორმაციო ბალანსით”, ანუ ინფორმაციის რაოდენობისა და ხარისხის გარკვეული შესაბამისობით, რომელიც განაპირობებს მის ჰარმონიულ მდგომარეობას; ე) მოითხოვს მთლიანობის უზრუნველყოფას; ვ) წარმოადგენს ელექტრონული საინფორმაციო სივრცის შემადგენელ ნაწილს.
Source: საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამა. /დოკუმენტი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროქტმა UNDP/GEO/00031399 – „საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამის შემუშავება“/-/კ. დემეტრაშვილი[და სხვა],–თბ.,2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9