1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინფორმატიზაცია სახელმწიფოსა და საზოგადოების

ა) სახელმწიფო კეთილმოწყობისა და საზოგადოების ცხოველქმედების ყველა სფეროში ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი და სრულფასოვანი დანერგვის, გამოყენებისა და განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამართლებრივი, მეცნიერული, ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა პირობების, მექანიზმებისა და სტრუქტურების შექმნის რთული და კომპლექსური პროცესი; - სახელმწიფოსა და საზოგადოების ძირითადი, მთავარი ამოცანების უფრო ხარისხიანი, ეფექტიანი და ოპტიმალური მიღწევისა და გადაწყვეტის მიზნით, სახელმწიფო კეთილმოწყობისა და საზოგადოების ცხოველქმედების ყველა სფეროში ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უშუალო დანერგვის, გამოყენების და განვითარების რთული კომპლექსური პროცესი; ბ) სახელმწიფოსა და საზოგადოებაში აკისრია შემდეგი როლი: - საზოგადოებაში ინფორმაციისა და ელექტრონული საინფორმაციო- საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის და მათი გამოყენების უნარ-ჩვევებისა და კულტურის ფორმირების უზრუნველყოფა, ეკონომიკაში ინფორმაციისა და ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის ფორმირებისა და განვითარების უზრუნველყოფა, ინფორმაციისა და ცოდნის ინდუსტრიალიზაციის უზრუნველყოფა, ინფორმაციისა და ცოდნის ინდუსტრიის ფორმირებისა და განვითარების უზრუნველყოფა, ციფრული უთანასწორობის შემცირებისა და ლიკვიდაციის უზრუნველყოფა; - გლობალიზაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, მეცნიერულ-ტექნიკური, საინფორმაციო დამოუკიდებლობის კოლექტიური გარანტიების უზრუნველყოფის ჩათვლით; - საზოგადოების დეიდეოლოგიზაციის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებისა და რეალიზაციის, დემოკრატიის, ლიბერალიზმის, პლურალიზმის, ჰუმანიზმის, პირადი და შემოქმედებითი თავისუფლების, ზოგადსაკაცობრიო, ანტიუტილიტარული და ანტაგონიზმისგან გათავისუფლებული მორალის გამყარების ხელშეწყობა; - სტიმულირებადი ტექნოლოგიური ზრდის მიღწევა, „მომსახურებათა“ ბაზრის და „სამომხმარებლო“ საზოგადოების ფორმირება, განვითარების პოსტინდუსტრიულ სტადიაში ეტაპობრივი გადასვლის უზრუნველყოფა და საინფორმაციო საზოგადოების თანდათანობით ფორმირება; გ) ისახავს შემდეგ მიზნებს: - სახელმწიფოსა და საზოგადოებაში არსებულ ინფორმაციასა და ელექტრონულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე მოთხოვნილებების დაკმაყოფილება; - ინფორმაციის ადეკვატური აღქმისა და მასზე ოპტიმალური რეაგირების უზრუნველყოფა; დ) წყვეტს შემდეგ ამოცანებს: - საინფორმაციო რესურსების და ცოდნის რესურსების, საინფორმაციო პროდუქტებისა და ცოდნის პროდუქტების, ელექტრონული საინფორმაციო სივრცის, ელექტრონული საინფორმაციო გარემოს, ქვეყნის ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ელექტრონული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ფორმირების უზრუნველყოფა; - ისეთი უახლესი მიმართულებების ფორმირება და დანერგვა, როგორიცაა: ელექტრონული მთავრობა, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია, ელექტრონული ბანკინგი, ელექტრონული სწავლება, ელექტრონული მედიცინა, ელექტრონული იურისპრუდენცია, ელექტრონული დოკუმენტები და სხვ.
Source: საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამა. /დოკუმენტი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროქტმა UNDP/GEO/00031399 – „საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამის შემუშავება“/-/კ. დემეტრაშვილი[და სხვა],–თბ.,2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9