1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინფორმაცია

  1. L. შეტყობინება
    ა) არის (ნივთიერებასა და ენერგიასთან ერთად) ერთ-ერთი ფუნდამენტური სამყაროს სუბსტანცია (არსთა წარმომქმნელი), რომელიც მოიცავს სააზროვნო საქმიანობის ნებისმიერ პროდუქტს და რომელიც ემსახურება გადარჩენის, მდგრადობის, განვითარების უზრუნველყოფას;
    ბ) წარმოადგენს შინაარსიან შეტყობინებას (აღწერას, განმარტებას, გამოხატულებას, ცნობას და ა.შ.) ვინმეს, რამის, ვინმეს და/ან რამის შესახებ (პიროვნებების, საგნების, ფაქტების, ვარაუდების, მოვლენების, შედეგების, პროცესების, აზრების და ა.შ.), რომელთა აღქმა, გაგება და გადაცემა (შინაარსის, შიდა და გარე ურთიერთკავშირების და ა.შ.) შესაძლებელია რაიმე სახით გარკვეული სიზუსტის ხარისხის დაცვით;
    გ) დაკავშირებულია ჩვენი წარმოდგენის ცვლილების, არსებული განუსაზღვრელობის ხარისხის, რაიმეს შესახებ არასრული ცოდნის შემცირების მოლოდინთან;
    დ) შესაძლებელია იარსებოს ურთიერთმოქმედების გარეთ და არ იკარგება ურთიერთმოქმედების დროს;
    ე) მოიპოვება, ფორმირდება, იქმნება, გროვდება, იმახსოვრება, ინახება, გადაიღება, იყოფა, იცვლება, მუშავდება, აღიქმება, იზომება, მიიღება, გადაიცემა, ნადგურდება, იძიება, მარტივდება;
    ვ) აქვს სინტაქსი (სახე, ფორმა, წარმოდგენის საშუალება), სემანტიკა (აზრობრივი შინაარსი, აზრობრივი კავშირები), პრაგმატიკა (სარგებლიანობა, ფასეულობა დასახული მიზნის მისაღწევად), ადეკვატურობა (ასაღწერ ობიექტთან, პროცესთან, მოვლენასთან და ა.შ. შესაბამისობის დონე);
    ზ) ხასიათდება რაოდენობით, მოცულობით, რეპრეზენტატიულობით, სისწორით, საკმარისობით (მთლიანობით), აქტუალურობით, დროულობით, სიზუსტით, მდგრადობით და ა.შ.
    Source: საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამა. /დოკუმენტი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროქტმა UNDP/GEO/00031399 – „საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამის შემუშავება“/-/კ. დემეტრაშვილი[და სხვა],–თბ.,2004
  2. ნებისმიერი შეტყობინება რაიმეს შესახებ; ეკონომიკური მონაცემები, ცნობები, მნიშვნელობები, რომლებიც გამოიყენება მმართველობითი (სამმართველო) გადაწყვეტილებების მისაღებად; სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საბაზრო ეკონომიკის დროს.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9