1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევგ ევთ ევრ ევქ

ევროპის სოციალური ქარტია

  1. მიღებულ იქნა 1961 წ. ევროპის საბჭოს მიერ და მას დაემატა სამი ოქმი 1988, 1991 და 1995 წწ. ქარტია და მისი 1988 წ. ოქმი უზრუნველყოფს უფლებების მთელ სპექტრს, რომელიც შეგვიძლია დავყოთ ორ კატეგორიად:
    ▪ სამუშაო პირობები, რომელიც მოიცავს ძალდატანებითი მუშაობის აკრძალვას, სამსახურებრივი დისკრიმინაციის დაუშვებლობას, პროფკავშირების უფლებებს, ბავშვთა მუშაობის აკრძალვას 15 წლის ასაკამდე და 15-18 წლის მუშახელის უფლებების დაცვას, ემიგრანტი მუშების თანასწორუფლებიანობას და ა.შ.
    ▪ სოციალური უფელებები, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, სამედიცინო დახმარების, მოხუცების უფლებებს და ა.შ.
    ევროპის სოციალური ქარტიის შესწორებული ვარიანტი მიღებულ იქნა 1996 წელს, ის ძალაში შევიდა 1999 წ. 1 ივლისს და გარკვეულწილად ცვლის 1961 წლის ქარტიას. ამ ახალ დოკუმენტში შერწყმულია 1988 წლის ოქმი და 1961 წლის ქარტია, ორივე დოკუმენტში შეტანილია რიგი ცვლილებები და ასევე ახალი პუნქტები (მუხლი 24-31), რომლებიც უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში დაცვას, მოსამსახურეების ღირსების დაცვას სამუშაო ადგილებზე, სიღარიბისა და სოციალური გაუცხოებისაგან დაცვას, საცხოვრებელი პირობების ქონის უფლებას, დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლების გაფართოებას და ა.შ. ქარტიას აქვს კონტროლის მექანიზმი, რომელიც ემყარება მოხსენებების წარდგენას ქვეყნაში მდგომარეობის შესახებ მონაწილე სახელმწიფოების მიერ (1991 წ. ოქმი) და კოლექტიური საჩივრის სისტემა (1995 წ. ოქმი), რომელიც პროფკავშირებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს წარადგინონ კოლექტიური საჩივრები.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004,

  2. ევროპის სოციალური ქარტია (1961წ.) და მისი დამატებითი ოქმი (1988წ.) ითვალისწინებს მთელი რიგი ძირითადი უფლებების გარანტიებს. ეს უფლებები განაწილებულია ორ ჯგუფად: დასაქმების პირობების მარეგულირებელი უფლებები და სოციალურ შემჭიდროებულობასთან დაკავშირებული უფლებები. დასაქმებასთან დაკავშირებული უფლებები ითვალისწინებს შრომის უფლების სხვადასხვა ასპექტებს - გადამზადებას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას, იძულებითი შრომის აკრძალვას და ა.შ. სოციალური დაცვის უფლება ითვალისწინებს შრომის დაცვისა და სოციალური დაზღვევის სისტემის უფლებას. დღესდღეობით ქარტია რატიფიცირებულია 28 სახელმწიფოს 1995წ. მიღებულ იქნა ქარტიის კიდევ ერთი დამატებითი ოქმი, რომელიც ითვალისწინებს კოლექტიური საჩივრების შეტანის სისტემას, რითაც დამსაქმებელთა და დაქირავებულ მუშაკთა გაერთიანებებს, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა შეიტანონ სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტში კოლექტიური საჩივრები სავარაუდო დარღვევების შესახებ.
    Source: ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
  3. ქარტია იძლევა ადამიანის სოციალური და ეკონომიკური უფლებების გარანტიას. ევროპის საბჭოს ევროპის სოციალური ქარტია არ უნდა აგვერიოს მსგავსი ჟღერადობის მქონე ევროკავშირის/ევროპის თანამეგობრობების მიერ მიღებულ დოკუმენტებში. ქარტიაში მოცემული სოციალური და ეკონომიკური უფლებები იძლევა ევროპაში დაცულ უფლებათა შორის არსებული უთანასწორობის შესწორების საშუალებას – კონვენცია, რომელიც თავდაპირველად უკავშირდებოდა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა დოკუმენტების გამოყენება ნაკლებად უსვამს ხაზს უფლებათა განუყოფლობას. თავდაპირველი ქარტია მიღებული იყო 1961 წელს. მას შემდეგ მას დაემატა სამი ოქმი (1988, 1991, 1995). შემდეგ, 1996 წელს, გადასინჯული სოციალური ქარტია გაიხსნა ხელმოწერისთვის, ხოლო ძალაში შევიდა 1999 წლის 1 ივლისს, მესამე რატიფიცირების მიღების შემდეგ. ვარაუდობენ, რომ ეს გადასინჯული ქარტია წარმატებით შეცვლის პირველს. ქარტიას უჩვეულო ფორმატი აქვს. იგი დაყოფილია ნაწილებად, რომლებიც მოიცავს ზოგად პრინციპებს, კონკრეტულ უფლებებს და სახელმწიფოთა ვალდებულებებს. როგორც ძველი, ისე განახლებული ვერსიის პირველ ნაწილში მოცემულია მთელი რიგი პრინციპებისა და უფლებებისა, რომლებიც უკავშირდება სოციალური პოლიტიკის საკითხებს და რომლებიც უნდა აამოქედოს ყველა ხელმომწერმა სახელმწიფომ. სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ იბრძოლებენ ეკონომიკური და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად ჩამოყალიბებული უფლებებისა და პრინციპების განხორციელების მიზნით: თანაბარი სამუშაო პირობები, გაერთიანების თავისუფლება, კოლექტიური გარიგება, სოციალური უზრუნველყოფა, ახალგაზრდების სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური დაცვა, თანასწორუფლებიანობა და ერთნაირი მოპყრობა განურჩევლად სქესისა, მოხუცთა სოციალური დაცვა და დაცვა სიღარიბისა და სოციალური ექსპლუატაციისგან. ქარტიის მეორე ნაწილში მოცემულია უფლებათა ჩამონათვალი, რომლების ამორჩევაც შეუძლია სახელმწიფოებს. რაც შეეხება ორივე ვერსიის მესამე ნაწილს, სახელმწიფოებმა უნდა შეარჩიონ დებულებები, რომლებსაც ისინი დაემორჩილებიან, ზოგიერთ ძირითად მუხლთან ერთად (მუხლი შერჩეული იქნება მუშაობის, ორგანიზაციათა ჩამოყალიბების და მოლაპარაკებათა კოლექტიურად წარმოების, ახალგაზრდების დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, სოციალური და სამედიცინო დახმარებისა და სხვადასხვა ოჯახთან დაკავშირებული და მიგრანტი მშრომელების უფლებებიდან). 1995 წლის თავდაპირველი ქარტიის დამატებითი ოქმი და განახლებული ვერსიის მე-4 ნაწილი იძლევა გარკვეულ უწყებათა კოლექტიური საჩივრების შეტანის შესაძლებლობას გენერალურ მდივანთან საჩივრის დამოუკიდებელ ექსპერტთა კომიტეტში გადაცემის მიზნით.
    Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
  4. (მიღებულია 1961 წელს, ხოლო ცვლილებების საფუძველზე შესწორებული 1996 წელს) უზრუნველყოფს ადამიანის სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, როგორიც არის სათანადო საცხოვრებელი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, უფასო დაწყებითი და საშუალო განათლება და პროფესიული მომზადება, დისკრიმინაციის აკრძალვა დასაქმებისას და უსაფრთხო სამუშაო პირობები, სამართლებრივი და სოციალური დაცვა, სამართლიანი მოპყრობა მიგრანტების მიმართ და დისკრიმინაციის აკრძალვა საზოგადოების ყველა ფენაში და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ქარტია აყალიბებს მეთვალყურეობის მექანიზმს, რათა უზრუნველყოს, რომ ის წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც მოახდინეს ქარტიის რატიფიცირება, ასრულებდნენ მასში განსაზღვრულ უფლებებს. სახელმწიფოებმა ყოველწლიური ანგარიში უნდა წარუდგინონ სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტს ამ სფეროში საკუთარი საქმიანობის შესახებ.
    Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9