1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტელ ტემ ტერ ტეს ტექ

ტექნოლოგია

სისტემა, რომელიც: ა) წარმოადგენს გარკვეულ ობიექტებზე, ელემენტებზე, ნივთიერებებზე, ენერგიაზე, ინფორმაციაზე განხორციელებული მიმდევრობითი, პარალელური და/ან კომბინირებული მოქმედებების, პროცედურების, ოპერაციების ერთობლიობას; ბ) ეყრდნობა გარკვეულ პრინციპებს, ცნებებს, მიდგომებს, ხერხებს, მეთოდებს, წესებს; გ) მოითხოვს გარკვეულ ჩვევებს, ცოდნას, უნარს, ხერხებს, საშუალებებს, ხელსაწყოებს, რესურსებს, იარაღს; დ) ხასიათდება მთლიანობით, კონცეპტუალობით, გამიჯვნით, სტრუქტურით, შიდა ურთიერთკავშირით, ურთიერთკავშირით გარე სამყაროსთან, სინქრონიზებულობით, გეგმაზომიერებით, რეალიზებადობით; ე) ექვემდებარება კონტროლს, შეფასებას, კორექტირებას, კოორდინაციას, რაციონალიზაციას; ვ) მიჰყავს გარკვეული მიზნების მიღწევამდე, გარკვეული ამოცანების გადაწყვეტამდე. ნებისმიერი სახის ტექნოლოგია და/ან მისი ნაწილი წარმოადგენს გარკვეულ სისტემას, მაგრამ არა ყოველი სისტემა წარმოადგენს ტექნოლოგიას.
Source: საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამა. /დოკუმენტი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროქტმა UNDP/GEO/00031399 – „საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამის შემუშავება“/-/კ. დემეტრაშვილი[და სხვა],–თბ.,2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9