ა) წარმოადგენს შემდეგი კომპონენტების ერთობლიობას: - ქვეყანაში მოქმედი ყველა ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგია, რომლებიც ერთობლივად ქმნიან ინფორმაციისა და ცოდნის უზრუნველყოფის, გამოვლენის, მოძიების, შექმნის, ფორმირების, მოკრების, შენახვის, ძიების, ნებისმიერი სახის დამუშავებისა და მანიპულირების, გაცვლის, გადაცემის, გავრცელების და საერთოდ ინფორმაციასა და ცოდნასთან მიმართებით ნებისმიერი მოქმედების, ოპერაციისა და პროცესის სისტემას ქვეყანაში. - პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა პირობები, მექანიზმები, სტრუქტურები, რომლებიც არეგულირებენ და უზრუნველყოფენ როგორც ამ ტექნოლოგიების, ასევე მთლიანად ამ სისტემის ფუნქციონირებას; ბ) წარმოადგენს ელექტრონული საინფორმაციო გარემოს ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს.
Source: საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამა. /დოკუმენტი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროქტმა UNDP/GEO/00031399 – „საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამის შემუშავება“/-/კ. დემეტრაშვილი[და სხვა],–თბ.,2004