1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ცე ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცოდ ცოც

ცოდნა

  1. ა) წარმოადგენს გარკვეული ფასეულობების, ცნებების, მიდგომების, წესების, ნორმების, მეთოდების, გამოცდილების, ჩვევების, შესაძლებლობების, ხერხების ერთობლიობას, კომპლექსს; ბ) ცვლის ჩვენს წარმოდგენას, ამცირებს გაურკვევლობის არსებულ ხარისხს; გ) ხასიათდება ინტერპრეტაციით, სტრუქტურულობით, ურთიერთკავშირით; დ) ექვემდებარება აღქმას, გაგებას, შეფასებას, კორექციას, გადაცემას; ე) ემსახურება განსაზღვრული მიზნების მიღწევას, გარკვეული ამოცანების გადაწყვეტას.
    Source: საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამა. /დოკუმენტი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროქტმა UNDP/GEO/00031399 – „საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამის შემუშავება“/-/კ. დემეტრაშვილი[და სხვა],–თბ.,2004
  2. ფუკოს მიხედვით, ცოდნა არ ოპერირებს ვაკუუმში. ცოდნა ოპერირებს გარკვეული სტრატეგიების საშუალებით, განსაკუთრებულ სიტუაციებში, ისტორიულ კონტექსტში და ინსტიტუციონალურ რეჟიმებში. იმისათვის რომ შევისწავლოთ დასჯის ფენომენი უნდა დავაკვირდეთ თუ დისკურსი-ძალის კომბინაციამ – ძალა/ცოდნის კომბინაციამ როგორი გაგება შექმნა დანაშაულისა და კრიმინალის, რაც თავისთავად გავლენას ახდენს იმ რეალურ შედეგებზე, რაც მოაქვს ამ ფაქტორების აქტუალობას დამნაშავისთვის და სასჯელის გამომტანისთვის.
    Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9