1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევგ ევთ ევრ ევქ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

  1. წარმოადგენს ევროპის საბჭოს მეორე მთავარ საწესდებო ორგანოს და გამოხატავს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ძირითადი პოლიტიკური ძალების ინტერესებს. ამავე დროს, ასამბლეა ევროსაბჭოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანოა, რომელიც ახორციელებს თანამშრომლობას ჩვენი კონტინენტის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოსთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გახდა პირველი და ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული საპარლამენტო ფორუმი ჩვენი კონტინენტის ისტორიაში. თავისუფლად განსაზღვრავს რა საკუთარი დღის წესრიგს, ასამბლეა იხილავს აქტუალური და პერსპექტიული საკითხების ფართო წრეს, რომელიც მოიცავს თანამედროვე საზოგადოების პრობლემებსა და საერთაშორისო პოლიტიკის განსხვავებულ ასპექტებს. ასამბლეა იხილავს დარგობრივი კომისიების მიერ მომზადებულ მასალებს შემდეგი მიმართულებებით: - პოლიტიკური საკითხები; - იურიდიული საკითხები და ადამიანის უფლებათა დაცვა; - სოციალური საკითხები; - ჯანდაცვისა და ოჯახის საკითხები; - კულტურის, მეცნიერებისა და განათლების საკითხები; - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საკითხები; - ტერიტორიების მოწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობა; - ეკონომიკისა და განვითარების საკითხები; - მიგრაციის, ლტოლვილთა და დემოგრაფიის საკითხები; - თანაბარი შესაძლებლობები ქალებისა და მამაკაცებისათვის; - წევრ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება. ასამბლეის მუშაობის შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს მინისტრთა კომიტეტის საქმიანობისა და ორგანიზაციის ჩარჩოებში არსებული მთავრობათა შორის თანამშრომლობის მიმართულებათა განსაზღვრაში. გარდა ამისა, ასამბლეის წევრები აწვდიან შესაბამის ინფორმაციას საკუთარ ეროვნულ პარლამენტებს და ამგვარად ახდენენენ ზეგავლენას საკუთარ მთავრობებზე. ასამბლეის 301 წევრის და 301 მისი მოადგილის არჩევა ან დანიშვნა ხდება ეროვნული პარლამენტების მიერ საკუთარი შემადგენლობიდან. კონკრეტული ქვეყნის მიერ წარმოდგენილ პარლამენტართა რაოდენობა (2-დან 18-დე) დამოკიდებულია ამ ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობაზე. მაგალითად, 18-18 პარლამენტარით არიან წარმოდგენილი დიდი ბრიტანეთი, იტალია, რუსეთი, ხოლო ლიხტენშტეინს და სან-მარინოს წარმოადგენს სულ 2-2 პარლამენტარი. რაც შეეხება საქართველოს, მის ინტერესებს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოადგენს 7 დეპუტატი. ასამბლეის თავმჯდომარის არჩევა ხდება მისი წევრების რიცხვიდან. თავმჯდომარე და მისი 18 (დღესდღეობით) მოადგილე, აგრეთვე ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი შეადგენენ ასამბლეის ბიუროს. საპარლამენტო ასამბლეა ირჩევს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მის მოადგილეს, საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მოსამართლეებს და ადამიანის უფლებათა კომისარს. საპარლამენტო ასამბლეის სხდომები ტარდება წელიწადში ოთხჯერ სტრასბურგში (ქალაქი, სადაც განლაგებულია ევროპის საბჭოს შტაბ-ბინა). ეს სხდომები ღიაა ფართო საზოგადოებისათვის. გარდა ამისა, ერთი საგაზაფხულო სესია ტარდება ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში.
    Source: ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
  2. სათათბირო ორგანოა, რომელიც წარმოადგენს წევრი ქვეყნების პარლამენტებს. იგი შედგება ეროვნული პარლამენტებისა და არაწევრი ქვეყნების დელეგაციების 313 წევრისა და ამავე რაოდენობის მათი შემცვლელებისგან და წარუდგენს მინისტრთა კომიტეტს რეკომენდაციებს ევროსაბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით. საპარლამენტო ასამბლეა იკრიბება წელიწადში ოთხჯერ და აწყობს საჯარო სხდომებს პლენარული სესიების დროს.
    Source: საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა.– საქართველოსთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,–თბ.,– 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9