1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევგ ევთ ევრ ევქ

ევქარისტია

  1. ანუ ლიტურგია (ჟამისწირვა). იგულისხმება სისხლიანი მსხვერპლის ნაცვლად უფლისადმი შემუსრვილი სულისა და გულის ძღვნა. ამის გამო ევქარისტიას ,,უსისხლო მსხვერპლის შეწირვასაც“ უწოდებენ, რაც აღესრულება საზოგადო მსახურების ანუ ლიტურგიის შედეგად. ლიტურგიის დროს იწირება უსისხლო მსხვერპლი, - პური და ღვინო, რომელიც მოაქვთ მორწმუნეებს განწმენდილ სინდისთან და ლოცვასთან ერთად. ამ პურს, საგანგებოდ გამომცხვარს, უწოდებენ სეფისკვერს, ე.ი. სამეუფო (სამეფო) კვერს, ხოლო ღვინოს -ზედაშეს. პურს დასერავენ და დაჭრიან, ღვინოში კი მართლმადიდებელი ქრისტიანები წყალს შეურევენ მაცხოვრის ორბუნებოვნების შესაბამისად. ესაა ,,კვეთა“, რაც უდრის ბერძნულ ,,პროსკომიდიას“ - წინადაგებას. იგი წინაუძღვის ლიტურგიას და ასახიერებს მაცხოვრის ჯვარზე დამსჭვალვას. ამის შემდეგ წინადაგებული ძღვენი (პური და ღვინო) გადააქვთ საკურთხევლის ტრაპეზზე (მაგიდაზე) და იწყება წირვა ანუ უსისხლო მსხვერპლის გადაარსება იესო ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
  2. ზიარების საიდუმლო, რომელშიც იესო ქრისტე სხეულებრივად მყოფობს: პური და ღვინო, რომლებიც არ იცვლის გარეგნულ, ხილულ თვისებებს, ევქარისტიის აღსრულებისას გარდაიქმნება იესო ქრისტეს ნამდვილ ხორცად და ნამდვილ სისხლად. ამავე დროს, პურისა და ღვინის ყოველ ნაწილში ქრისტე მთლიანად მყოფობს. ამიტომ ევქარისტიის აღსრულებისას მორწმუნეები ეზიარებიან თავად ქრისტეს. კათოლიკე ეკლესია სასურველად მიიჩნევს ზიარების მიღებას, რაც, შეიძლება ხშირად, თვით ყოველდღეც კი, ხოლო ყოველკვირეული ზიარება (და, შესაბამისად, ევქარისტიულ წირვაში მონაწილეობა) კათოლიკე ქრისტიანის მოვალეობადაა მიჩნეული.
    Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9