1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სიბ სიდ სივ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიქ სიღ სიყ სიც სიძ

სისტემა

  1. ა) არის ერთმანეთში და გარე სამყაროსთან ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთმოქმედი გარკვეული ელემენტების გარკვეული სახით ორგანიზებული და ფუნქციონირებადი ერთობლიობა, ისეთი, რომ ამ ერთობლიობის ორგანიზაციისა და ფუნქციონირების პრინციპები და ხასიათი, მისი თვით ფუნქციონირება, ამ ერთობლიობაში მიმდინარე და განხორციელებული შიდა პროცესები, აგრეთვე ამ ერთობლიობის ელემენტთა ურთიერთკავშირი და ურთიერთმოქმედებები ერთობლივად განაპირობებს, წარმოქმნის და უზრუნველყოფს გარკვეულ ერთიანობას და მიმართულია ამ ერთობლიობის, როგორც მთლიანობის, შენახვაზე;
    ბ) გამოცალკევებულია გარე სამყაროსგან, ფუნქციონირებს და დაქვემდებარებულია გარკვეული მიზნის მიღწევას, გარკვეული ამოცანის გადაწყვეტას;
    გ) შესაძლებელია ფლობდეს თვისებებს, მათ შორის ინტეგრალურს, რომელიც არ არის ნიშანდობლივი მისი წარმომქმნელი ელემენტებისთვის, მჟღავნდება მისი ფუნქციონირებისა და განვითარების შედეგად და გამოწვეულია მრავალგვარი კავშირების არსებობით როგორც სისტემის შიგნით, ასევე გარე სამყაროსთან, ანუ სისტემის, როგორც მთლიანობის თვისებები შესაძლებელია არ იქნეს დაყვანილი მისი წარმომქმნელი ელემენტების თვისებების ჯამამდე. ნებისმიერი ობიექტი, ელემენტი, ტექნოლოგია და ა.შ., წარმოადგენს გარკვეულ სისტემას, მაგრამ არა ყოველი სისტემა წარმოადგენს ობიექტს, ელემენტს, ტექნოლოგიას და ა.შ.
    Source: საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამა. /დოკუმენტი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროქტმა UNDP/GEO/00031399 – „საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამის შემუშავება“/-/კ. დემეტრაშვილი[და სხვა],–თბ.,2004
  2. ერთიანობა, რომელიც შედგება ურთიერთდაკავშირებული ნაწილებისგან უნიკალური მახასიათებლებით. ორგანიზაციები ითვლება ღია სისტემად, იმიტომ რომ ისინი დინამიკურად ურთიერთმოქმედებენ გარე გარემოსთან (სამყაროსთან).
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9