1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ერგ ერე ერთ ერი ერო

ეროვნული ინსტიტუტები

1. ეროვნული ინსტიტუტი აღჭურვილია ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელის შეწყობის კომპეტენციით. 2. ეროვნულ ინსტიტუტის უფლებამოსილებები უნდა განისაზღვროს მაქსიმალურად ფართოდ, რაც მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული კონსტიტუციაში ან სხვა კანონმდებლობაში და უნდა განსაზღვრავდეს მის შემადგენლობასა და კომპეტენციის წრეს. 3. ეროვნული ინსტიტუტი inter alia განახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: (a)1 დაინტერესებული კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, კონსულტაციური წესით, წარუდგენენ მთავრობას, პარლამენტს და ნებისმიერ სხვა კომპეტენტურ ორგანოს მასალებს, მოსაზრებებს, რეკომენდაციებს, წინადადებებს და მოხსენებებს, რომლებიც შეეხება ადამიანის უფლებათა წახალისებასა და დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს; ეროვნულ ინსტიტუტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მათი გამოქვეყნების თაობაზე; ასეთი მოსაზრებები, რეკომენდაციები, წინადადებები და მოხსენებები, ისევე როგორც ეროვნული ინსტიტუტის პრეროგატივა მოიცავს შემდეგ სფეროებს: (i) ნებისმიერ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ დებულებებს, აგრეთვე დებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია სასამართლო წარმოებასთან და ადამიანის უფლებების შესრულებასა და მათი დაცვის ეფექტურობის ამაღლებასთან; ამ მიზნით ეროვნული ინსტიტუტი შეისწავლის კანონმდებლობას და მოქმედ ადმინისტრაციულ დებულებებს, აგრეთვე, კანონპროექტებს და წინადადებებს კანონის მიღების თაობაზე და აკეთებს რეკომენდაციებს, რომლებსაც იგი მიზანშეწონილად ჩათვლის, იმ დებულებების ფუძემდებლურ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებს; აუცილებლობის შემთხვევაში, იგი აკეთებს რეკომენდაციებს ახალი კანონმდებლობის მიღების, მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისა და ადმინისტრაციული ზომების მიღების ან შეცვლის თაობაზე. (ii) ადამიანის უფლებათა დარღვევის ნებისმიერ შემთხვევას, რომელსაც იგი განსახილველად მიიღებს; (iii) მოხსენებების მომზადება, ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე, სხვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით; (iv) ქვეყნის ნებისმიერ ნაწილში ადამიანის უფლებების დარღვევებზე მთავრობის ყურადღების მიპყრობა და მისთვის წინადადებების წარდგენა, რომელიც მიმართულია ამგვარი დარღვევების აღმოფხვრისაკენ; აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა მთავრობის პოზიციასა და განხორციელებულ ზომებთან დაკავშირებით; (b) ეროვნული კანონმდებლობის, წესების და პრაქტიკის ადამიანის უფლებების თაობაზე იმ საერთაშორისო დოკუმენტებთან ჰარმონიზაციისთვის ხელის შეწყობა და კონტროლი, რომელთა მონაწილეც არის მოცემული სახელმწიფო, მათი ეფექტური განხორციელების მიზნით; (c) ზემოაღნიშნული დოკუმენტების რატიფიცირების ან შეერთების ხელშეწყობა და მათ განხორციელებაზე ზედამხედველობა; (d) დახმარების აღმოჩენა მოხსენებების მომზადებაში, რომლებიც სახელმწიფოებმა უნდა წარუდგინონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოებსა და კომიტეტებს, აგრეთვე რეგიონალურ დაწესებულებებს კონვენციების საფუძველზე თავისი ვალდებულებების განხორციელების თაობაზე; აუცილებლობის შემთხვევაში, ამ საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებლობის პრინციპის შესაბამისად საკუთარი აზრის გამოხატვა; (e) თანამშრომლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და მისი სისტემის ნებისმიერ დაწესებულებებთან, რეგიონალურ ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების ეროვნულ ინსტიტუტებთან, რომლებიც ადამიანის უფლებათა ხელის შეწყობასა და დაცვის სფეროში კომპეტენტური არიან. (f) მონაწილეობის მიღება ადამიანის უფლებათა სწავლებასა და კვლევასთან დაკავშირებული პროგრამების შექმნაში და სკოლებში, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ წრეებში მათ განხორციელებაში; (g) ინფორმაციის გავრცელება ადამიანის უფლებებზე და დისკრიმინაციის, განსაკუთრებით კი, რასობრივი დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით, ინფორმაციის გავრცელებით, საკანონმდებლო საქმიანობით და საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით
Source: ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი (I),- ალმანახი №6, [რედაქტორი: ირაკლი სესიაშვილი ტექ. რედაქტორი: გიორგი გიორგანაშვილი მარინე მესხი ეკა დათუაშვილი თინათინ ხიდაშელი ზურაბ ჯიბღაშვილი სერიაზე პასუხისმგებელი: თინათინ ხიდაშელი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,–1998
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9