1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1998 წლის 20 მარტს მიიღო ავტონომიური რესპუბლიკის ორგანული კანონი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) შესახებ”, რომელიც ძირითადად იზიარებს საქართველოს ანალოგიური ორგანული კანონით დადგენილ პრინციპებსა და დებულებებს, თუმცა, საჭიროდ მიგვაჩნია გარკვეულ მომენტებზე თქვენი ყურადღების გამახვილება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს, ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ერთ მესამედს ან უზენაესი საბჭოს უმრავლესობის ფრაქციას. ომბუდსმენის ასარჩევად ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, გარდა მოქალაქეობის ცენზისა, ასაკობრივ ცენზსაც, კერძოდ 30 წელს აწესებს.როგორც საქართველოს, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ომბუდსმენი 5 წლის ვადით ირჩევიან. ერთი და იგივე პირი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, ხოლო ერთი და იგივე პირის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო დამცველის თანამდებობაზე ხელახალი უფლებამოსილების ვადით არჩევა, შეზღუდული არ არის.აღსანიშნავია, რომ ავტონომიური რესპუბლიკის კანონით სახალხო დამცველის ა რ ჩ ე ვ ი თ ი თანამდებობა (მუხლი 5, პუნქტი 1), მისი უფლებამოსილების შეჩერებისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც ომბუდსმენის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია ახალი უფლებამოსილების შეძენამდე, დროებით გარდაიქმნება დ ა ნ ი შ ვ ნ ი თ თანამდებობად (მუხლი 8, პუნქტი 3). ზემოხსენებულ შემთხვევაში სახალხო დამცველის უფლებამოსილებას ასრულებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დ რ ო ე ბ ი თ დ ა ნ ი შ ნ უ ლ ი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი.
Source: ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი (I),- ალმანახი №6, [რედაქტორი: ირაკლი სესიაშვილი ტექ. რედაქტორი: გიორგი გიორგანაშვილი მარინე მესხი ეკა დათუაშვილი თინათინ ხიდაშელი ზურაბ ჯიბღაშვილი სერიაზე პასუხისმგებელი: თინათინ ხიდაშელი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,–1998
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9