1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ასა ასე ასი ასკ ასო ასტ ასუ

ასაკობრივი ცენზი

საარჩევნო უფლების აღიარება ხდება მხოლოდ განსაზღვრული, კანონმდებლობით წინასწარ დადგენილი ასაკის მიღწევის შემდეგ. საქართველოში აქტიური საარჩევნო უფლება ენიჭებათ 18 წლის ასაკიდან, ხოლო სხვადასხვა სახის არჩევნები პასიური საარჩევნო უფლების განსახორციელებლად სხვადასხვა ასაკობრივი ცენზებია დაწესებული. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, პარლამენტის წევრად, ანუ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, პირი შეიძლება არჩეულ იქნეს, ე. ი. გაჩნდეს პასიური საარჩევნო უფლება, მხოლოდ 25 წლის ასაკიდან, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში 21 წლის ასაკიდან.
Source: ქართული პოლიტიკის თეატრალური დიალექტიკა: წერილები / ზაზა ფირალიშვილი იაკობაშვილი-ფირალიშვილი ლელა. წერილები ქართულ იდენტობაზე / ლელა იაკობაშვილი-ფირალიშვილი. ქართული პოლიტიკის თეატრალური დიალექტიკა: წერილები / ზაზა ფირალიშვილი; [რედ. სესილი ძებნიაური] - თბ.: CISS: მერაბ მამარდაშვილის სახელ. ქართ. კლუბი, 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9