1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დებ დედ დევ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის სიმულაცია

პოლიტიკური ძალების წარმომადგენელთა უმრავლესობას არც აქვს განცობიერებული ამ თამაშის არსი და მნიშვნელობა. უბრალოდ, ასეა დადგენილი და ისინიც დინებას მორჩილად მიჰყვებიან. ეს თამაში და მოქმედების ეს მიღებული პარადიგმა სხვა არაფერია, თუ არა დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის სიმულაცია. ერთი შეხედვით,ამ პროცესში ყველაფერი თავის ადგილზეა და ყველა ელემენტი სახეზეა: არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც წარმოშობენ პოლიტიკურ შემთხვევებს, არსებობს მასმედია, რომელიც ამ შემთხვევების შექმნის მონაწილეა და რომელსაც მიაქვს ინფორმაცია საზოგადოებასთან, არსებობს საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ასევე მასმედიაში გამოიხატება. წრე იკვრება და ვიღებთ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის სრულ სურათს.
Source: თევზაძე გიგი. საქართველო: ძალაუფლების სიმულაციები / [რედ.: ლევან ბრეგაძე] - [I-ლი გამოც.] - თბ. : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9