1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ანა ანბ ანგ ანდ ანთ ანი ანკ ანრ ანტ ანუ

ანგარიშვალდებულობის პრინციპი

თანამდებობის დაკავებისას არჩეულმა პირმა იგრძნოს ანგარიშვალდებულმა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.არჩევნების სამართლებრივი ბაზის მომზადება უნდა მოხდეს საჯაროდ, ყველა დაინტერესებული პირის ჩართვით, რათა პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ნდობას იწვევბდეს. გამოყოფენ არჩევნების, როგორც უშუალო დემოკრატიის ფორმის, რამდენიმე დანიშნულებას, ფუნქციას: - არჩევნების საშუალებით ხდება ხელისუფლების ლეგიტიმაცია. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მიხედვით „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“ ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმირებისა და თავისი წარმომადგენლობის მეშვეობით. წარმომადგენლობის, ანუ პარლამენტის ფორმირების ერთ - ერთ გზად კი აღიარებულია სწორედ არჩევნები. არჩევნების საშუალებით გადასცემს ხალხი წარმომადგენლებს თავისი სუვერენიტეტის რეალ;იზაციის უფლებას (და არა სუვერენიტეტს). - არჩევნები ხელს უწყობს სოციალურ მანევრირებას და პოლიტიკური ხელმძღვანელების სელექციას. არჩევნების საშუალებით ხალხი წყვეტს, თუ ვის მიანიჭოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის უფლება, ვის გადასცეს მისი უფლებების ნაწილი საერთო კეთილდღეობის მისაღწევად. იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელი არ იმსახურებს ხალხის მოწონებას, ხალხს აქვს ხმა მისცეს პირს, რომელიც მას ღირსეულად მიაჩნია. - არჩევნები წარმოადგენს პოლიტიკური ცხოვრების ბარომეტრს. იგი ასახავს იმ ურთიერთსაპირისპირო მიზნებსა და ინტერესებს, რაც არსებობს საზოგადოებაში მოცემული მომენტისათვის.
Source: ჯავახიშვილი ნინო, კუჭუხიძე მარინა „ახალგაზრდების პოლიტიკური კულტურა და მასმედია“ / [ავტ.: ნინო ჯავახიშვილი, მარინა კუჭუხიძე; რედ. კონსტანტინე კანდელაკი; ბროშური მომზად. მონაწილეობდნენ: სალომე ცისკარიშვილი, დავით ჭიჭინაძე] - [თბ.]: სამოქალაქო კულტურის საერთაშ. ცენტრი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9