1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ოპე ოპო ოპც

ოპოზიციური პარტიის ფუნქცია

არის მმართველობაში ძალაუფლების გადანაწილების პროცესის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მედიაციური მექანიზმების ამოქმედება. ბუნებრივია, ძლიერი ოპოზიციური პარტიის სურვილია თავად მოიპოვოს ძალაუფლება. ამიტომ, ოპოზიციას ძალაუნებურად უწევს მჭიდრო თანამშრომლობა ძალაუფლების მქონესთან, რომ სათანადო ვითარებაში არ წარმოიშვას მმართველი ძალის ოპოზიციით ჩანაცვლების პრობლემა. ასეთი მჭიდრო ურთიერთობის არენა, როგორც წესი, პარლამენტია. როგორც წესი, ოპოზიციური პარტიები ქმნიან კოალიციებს, ურთიერთობაში შედიან ბიზნესმენებთან, ამყარებენ მჭიდრო კავშირს მასმედიასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ა.შ. მთელი ეს აქტივობა გაიშლება ხოლმე პოლიტიკური ცენტრის გარშემო, რომელიც ყველა სახელმწიფოში დღეისდღეობით არის იქ, სადაც მმართველობა და პარლამენტი ფიზიკურად არსებობენ. ბუნებრივია, ამავე დროს, ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური ცენტრის დაკავების სურვილიც არსებობს. მთელი საჭადრაკო პარტია, რომელსაც ქვეყნის შიდა პოლიტიკა ჰქვია, ერთ დაფაზე მიმდინარეობს, და პარტიის ენდშპილი არჩევნებია.
Source: თევზაძე გიგი. საქართველო: ძალაუფლების სიმულაციები / [რედ.: ლევან ბრეგაძე] - [I-ლი გამოც.] - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9