1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინფორმაციის ბაზარი და სახელმწიფო

უნდა ითქვას, რომ ინფორმაციის ბაზარზე სახელმწიფო, ერთდროულად ინფორმაციის მწარმოებლისა და მომხმარებლის სტატუსში გვევლინება. სახელმწიფოებრივი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იმ ბალანსის შენარჩუნება, რომელიც აუცილებელად უნდა არსებობდეს ე.წ. თავისუფალ ბაზარსა და სახელმწიფოს, როგორც ინფორმაციის მაფორმირებელ მონოპოლიურ სუბიექტს, შორის. ამ ურთიერთკავშირებსა და შესაბამის წონასწორობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და საზოგადოებაში ქვეყნის ინსტიტუციურ-ადმინისტრაციული მოწყობა განსაზღვრავს. ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე გასათვალისწინებელი ხდება ინფორმაციის ბაზრის რეგულირების ინსტრუმენტების კორექტული შერჩევა საჯაროობის, ანტიმონოპოლიურობისა და ანტიკორუფციულობის გათვლისწინებით.
Source: ინფორმაციული ველები და მესამე სექტორის საინფორმაციო სტრატეგია: სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამა - თბ. : CIPDD, 2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9