1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლო ლოგ ლოკ ლონ ლოს ლოქ

ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო

ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სასამართლოა ამ ტიპის ინსტიტუტთაგან. ის თავის საქმიანობას ახორციელებს რეგლამენტის საფუძველზე. ქვემოთ დაწვრილებით იქნება განხილული რეგლამენტის ცალკეული დებულებები, რამეთუ მასში ჩადებული ძირითადი პრინციპები და პროცედურები დამახასიათებელია მრავალი საარბიტრაჟო სასამართლოსათვის. რეგლამენტი განასხვავებს ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს („LCIA“) და ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს („LCIA Court“). მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ „LCIA Court“ წარმოადგენს ერთგვარ საკურატორო ორგანოს, ადმინისტრაციას, რომლის უფლება-მოვალეობების შესახებ საუბარი ქვემოთ გვექნება. რეგლამენტი მხარეებს სთავაზობს საარბიტრაჟო დათქმის ფორმას, თუკი მათ სურთ, რომ მომავალში წარმოშობილი დავა განხილულ იქნას ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, სასურველია, კონტრაქტში იყოს შემდეგი დათქმა (ცარიელ ადგილას უნდა ჩაისვას სიტყვა ფრჩხილებში აღნიშნულ სიტყვასთან კონტექსტში):
Source: კერძო არბიტრაჟი საქართველოში: დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, გზამკვლევი / ფონდი ALPE - თბ.:
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9