მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ საარბიტრაჟო ცენტრებს განეკუთვნება სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტი (SCC), რომელიც დაარსდა 1917 წელს. საწყის ეტაპზე, მისი საქმიანობა ძირითადად შემოიფარგლებოდა შიდასახლემწიფოებრივი დავების განხილვით. მოგვიანებით ისეთი საერთაშორისო დავების რაოდენობა, რომელშიც სამთავრობო და კერძო სტრუქტურები მონაწილეობდნენ, მნიშვნელოვნად გაიზრდა. ამ ინსტიტუტის პოპულარულობას განაპირობებს არბიტრების დიდი გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია. აგრეთვე, დიდ გავლენას ახდენს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობა, რის გამოც შვეცია ტრადიციულად იყო ყოფილი საბჭოთა კავშირისა და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ეკონომიური ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების განხილვის ცენტრი.
Source: კერძო არბიტრაჟი საქართველოში: დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, გზამკვლევი / ფონდი ALPE - თბ.: