1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეთი ეთნ

ეთნიკური კონფლიქტი

  1. 1. ამ სახელდებაში იგულისხმება, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები ზოგადად შეუწყნარებლები არიან სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ, რასაც ვერც ერთი მათგანი ვერ დაეთანხმება (შეუწყნაებლობა მათი შესაბამისად მხოლოდ სეპარატისტებსა და იმპერიალისტებზე ვრცელდება, რომელიმე კერძო ეთნოსი აქ არაფერ შუაშია).
    2. დასავლეთში ეთნიკური კონფლიქტის ცნება მოიხმარება ხოლმე „მესამე სამყაროს“ ქვეყნების შემთხვევებში და არსოდეს იმავე სახის კონფლიქტთა მიმართ, რაც თავად დასავლეთმა გადაიტანა წარსულ ხანებში; ეს კი იმის მანიშნებელია, რომ კონფლიქტურ მხარეებს აქ ისე უდგებიან, როგორც „ჩამორჩენილებსა“ და „არაცივილიზებულთ“. თანამედროვე ეთნიკური კონფლიქტების თაობაზე არსებული შრომების მიმოხილვაში მაიკლ ი. ბრაუნი, მაგალითად, ამგვარ დებულებას უცილობლად მიიჩნევს: „ნებისმიერი ეთნიკური კონფლიქტი - ვშიშობ, ანბანური ჭეშმარიტების გამეორება არ გამომივიდეს - დავაა მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ ტერიტორიული საკითხების ირგვლივ ორ ან მეტ ეთნიკურ ჯგუფს შორის“. გარემოებანი შესაძლოა სხვადასხვა იყოს, მაგრამ კონფლიქტს მაინც „ეთნიკურის“ დამღა დაედება, თუკი მასში მონაწილე მხარეები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები არიან. ბარი რ. პოუზენმა საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიაში დამუშავებული უსაფრთხოების დილემის ლოგიკა მექანიკურად მიუსადაგა ეთნიკური კონფლიქტების საკითხს. მისი აზრით, იმპერიული წეს-წყობის რღვევის შედეგად ეთნიკურ ჯგუფებს იმის შეგრძნება უჩნდებათ, რომ თავად მოუწევთ დაიცვან თავი; მაგრამ როგორც კი იწყებენ ამისათვის მზადებას (სხვადასხვა სახის ფორმირებანი, იარაღის შესყიდვა და ა.შ.), ახლა მათი ეჭვით შეპყრობილი მეზობლები იებენ შეიარაღების განალებულ ტემპს, რასაც, საბოლოოდ, სპირალური ესკალაციის სახე ეძლევა. ამის აუცილებელი შედეგი კი შეიარაღებული შეტაკებაა, და ეს ერთი მხარის მიერ გაიაზრება როგორც პრევენტიული დარტყმა, ვითომდა მეორე მხარის მიერ გამიზნული თავდასხმის აღსაკვეთად.
    Source: ნოდია გია. კონფლიქტი აფხაზეთში-მიზეზები და გააზრება / [მთარგმნ.: გია ჭუმბურიძე; რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 1999
  2. ეთნო-პოლიტიკური დაპირისპირებულობის ერთერთი გამოვლინებაა. ტერმინი „ეთნო-პოლიტიკური“, კრებითი ცნებაა, რომელიც მოიცავს კონფლიქტში მონაწილე განსხვავებულ მხარეებს:
    1. ეთნონაციონალისტებს,
    2. ეთნოკლასებს (იმიგრანტთა ჯგუფებს),
    3. ინდიგენურ ხალხებს,
    4. შეიარაღებულ ჯგუფებს და
    5. განსხვავებულ ეთნიკურ დაჯგუფებათა კოალიციას.
    ეთნიკური კონფლიქტები თავის გამოხატულებას პოულობს სეცესიონისტურ და სეპარატისტულ მოძრაობებში. სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოთხოვნა ეთნო-პოლიტიკური დაპირისპირებულობის ძირითადი ნიშანია. ეთნონაციონალური კონფლიქტი ისევე ძველია, როგორც თვითგამორკვევის უფლება. 1945-1981 წლებში მსოფლიოში რეგისტრირებული იყო 127 ეთნიკური კონფლიქტი, რომელთა მთავარი მოთხოვნა იყო სეცესია.
    Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000 - 524გვ.; 24სმ. - ბიბლიოგრ.: გვ. 508-524. – : [ 15ლ.][M[MFN: 13996]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9