1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ანა ანბ ანგ ანდ ანთ ანი ანკ ანრ ანტ ანუ

ანარქიზმი

  1. საზოგადოების უმდაბლესი ფენების ყველაზე მკვეთრი საზოგადოებრივი მოძღვრება, ეს მოძღვრება სახელმწიფოს განიხილავს, როგორც ექსპლუატაციისა და ბატონობის მექანიზმს და მასში მშვიდობისა და სამართლიანობის დამცველს ვერ ხედავს. შესაბამისად, მას სახელმწიფოსგან სრულიად გათავისუფლება სურს და გადაჭარბებულად აფასებს რა ადამიანის ბუნების კეთილგონიერებას, სჯერა, რომ მშვიდობა და კანონიერება თავისთავად დაისადგურებს და შენარჩუნდება. ეს, აგრეთვე, სახელმწიფოს კერპად გადაქცევაა, ოღონდ ამჯერად სახელმწიფო არა ღვთაებად, არამედ ეშმაკადაა წარმოდგენილი.
    Source: ლიბერალიზმი და ძალაუფლება: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004
  2. კონფედერაციული კავშირი ზოგჯერ განხილულია, როგორც ანარქიზმის იურიდიული გამოხატულება. მით უფრო, რომ გოდვინის, პრუდონის, ბაკუნინის, კროპოტკინის მოძღვრებებში განვითარებული ანარქიზმის იდეა სრულებითაც არ უარყოფს პოლიტიკური ხელისუფლების არსებობის აუცილებლობას. ანარქისტების შეხედულებით, პოლიტიკური ხელისუფლება ეფუძნება სწორედ კონფედერაციულ საწყისებს. ანარქიზმის თეორეტიკოსები, საერთო-პოლიტიკური ხელისუფლების გვერდით, დასაშვებად მიიჩნევენ კავშირში გაერთიანებული თითოეული წევრის პოლიტიკური ხელისუფლების სუვერენიტეტის არსებობას.ანარქისტები უარყოფენ სახელმწიფოს და ნებისმიერ სხვა გაერთიანებას, რომელიც დაფუძნებულია იძულებით კავშირზე.მაგრამ,არ უარყოფენ ხელშეკრულებაზე დაფუძნებულ, კონვენციონალური ბუნების მქონე კავშირს, რომელიც ემყარება სუბიექტთა თავისუფალ შეთანხმებას.
    Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9