1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰობ ჰოვ ჰოკ ჰოლ ჰომ ჰოპ ჰორ ჰოს ჰოტ

ჰოპე ჰანს ჰერმან (1949)

დაიბადა დასავლეთ გერმანიის ქალაქ პიენში. მან სოციოლოგია, ისტორია, ეკონომიკა და ფილოსოფია საარლანდის, საარბრიუკენის, გოეთეს, მაინის ფრანფურტისა და მიჩიგანის უნივერსიტეტებში შეისწავლა. მან ჯერ, 1974 წელს, გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტში მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, ხოლო 1981 წელს ეკონომიკასა და სოციოლოგიაში გაიარა ჰაბილიტაცია. იგი მრავალ გერმანულ უნივერსიტეტში პედაგოგობდა. ამასთან, ლექციებს კითხულობდა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში (ა.შ.შ.), ბოლინიის საერთაშორისო კვლევათა ცენტრში. 1986 წელს ჰოპე აშშ-ში გაემგზავრა, რათა მარი ნ. როტბარდს დამოწაფებოდა, რომელთანაც მეტად მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა და მის ინტელექტუალურ მემკვიდრედ იქცა. ჰოპე თანამედროვე ავსტრიული ეკონომიკის სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო და თვითმყოფადი წარმომადგენელია. ის ამჟამად ლას-ვეგასის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი, ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და „ლიბერტარული კვლევების ჟურნალის“ (Journal of libertarian Studies) რედაქტორია. ჰოპე თავის თავს ანარქო-კაპიტალისტს უწოდებს და თავის მოწოდებას შესაბამისი მსოფლმხედველობის გავრცლებაში ხედავს. ჰოპე გახლავთ მრავალრიცხოვანი წიგნებისა თუ პუბლიკაციების ავტორი, რითაც იგი თანამედროვე ლიბერტარიანული მოძღვრების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად იქცა. ის ასაბუთებს კერძო საკუთრებასა და ინიციატივაზე დაფუძნებული საზოგადოების უპირატესობებს, ამხელს სახელმწიფო წყობისა და მისი პოლიტიკის ნაკლოვანებებს და შესაძლებლად მიიჩნევს, რომ კონკურენტ კერძო კომპანიებს გაცილებით უკეთესად შეუძლიათ დააკმაყოფილონ მომხმარებლის ინტერესები, მათ შორი ისეთ საკითხებშიც, როგორიცაა თავდაცვა, პოლიცია, სასამართლო და ა.შ. ჰოპე განსაკუთრებულად კრიტიკულად აფასებს დემოკრატიულ წესწყობილებას და მასთან შედარებით, უპირატესობას აბსოლუტურ მონარქიას ანიჭებს, თუმცა საუკეთესო წესწყობილებად ანარქიულს მიიჩნევს. მისი მტკიცებით დემოკრატია, ანუ საზოგადოებრივი მფლობელობის მმართველობა მიდრეკილია ეკონომიკური ჩარევის ზრდისკენ, გაფართოებისკენ, ტოტალიტარიზმისკენ და გამოირჩევა ხარჯიანობით, მაშინ როდესაც აბსოლუტური მონარქია კერძო, მემკვიდრეობით მმართველობაზე და, შესაბამისად, გრძელვადიან ინტერესებზეა დაფუძნებული, ამიტომ შებოჭილი, მომჭირნე და ეკონომიკური თავისუფლებისთვის შედარებით კარგახსნილია.
Source: ლიბერალიზმი და ძალაუფლება: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9