1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნოე ნოვ ნოკ ნომ ნონ ნორ ნოს ნოუ

ნოკი ალბერტ ჯეიმ (1870-1945)

გამოჩენილი ამერიკელი მოაზროვნე ალბერტ ჯეიმ ნოკი სკრანტონში, პენსილვანიის შტატში დაიბადა. მთელი მისი მოღვაწეობა თავისუფლების ძიებისათვის ბრძოლას მიეძღვნა. მის თითოეულ ნაშრომში აშკარა მოწოდება ისაა, რომ ადამიანის ცხოვრება კოლექტივის მიერ ნაკლებ სანქცირებული იყოს, სადაც ნოკი, უპირველესად, სახელმწიფოსა და სახელმწიფოს ჩარევას მოიაზრებს. სახელმწიფო, მისი აზრით, ადამიანის უპირველესი მტერია, რაც არ უნდა კეთილშობილურ თვისებებს ისახავდეს იგი მიზნად. ფაქტია, ამით ნოკი სასტიკად დაუპირისპირდა იმ დროისათვის გავრცელებულ „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ჩანასახოვან იდეებს. „მომაკვდინებელი საფრთხე ემუქრება ცივილიზაციას: სახელმწიფო ჩარევა, ყოველგვარი სპონტანური საზოგადოებრივი მცდელობების შევიწროვება სხელმწიფოს მიერ; შეიძლბა ითქვას, რომ ამგვარი ჩარევა იმგვარი ისტორიული ქმედების ჩაკვლას ემსახურება, რომელიც განუწყვეტლივ სიმყარეს აძლევდა, კვებავდა და აცოცხლებდა ადამიანის სვე-ბედს“ - წერდა მისი შრომების გავლენის ქვეშ მყოფი გამოჩენილი ესპანელი მოაზროვნე ხოსე ორტეგა ი გასეტი 1922 წელს. სწორედ ამგვარი იდეების შეუდარებელი გამომხატველი გახლდათ ალბერტ ჯეიმ ნოკი. მისი ძირითადი ნაშრომებია: „ჩვენი მტერი, სახელმწიფო“, „მითი დამნაშავე ერის შესახებ“, „ჯეფერსონი“, ჰენრი ჯორჯი: ესეები და ა.შ.
Source: ლიბერალიზმი და ძალაუფლება: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9