1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ოპე ოპო ოპც

ოპენჰაიმერი ფრანც (1864-1943)

დაიბადა ბერლინში. 1881-1885 წლებში ფრაიბურგსა და ბერლინში მედიცინას ეუფლებოდა, ხოლო 1886-1895 წლებში პრაქტიკას ბერლინში გადიოდა, სადაც1890 წლიდან პარალელურად სოციალ-პოლიტიკური და სოციალური ეკონომიკის პრობლემატიკის შესწავლა დაიწყო და სახელიც გაითქვა. სადღეისოდ ის ე.წ. „ლიბერალური სოციალიზმის“ ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. აღნიშნული იდეები ოპენჰაიმერს ყველაზე უკეთ აქვს გადმოცემული მის მთავარ ნაშრომში „სახელმწიფო“. შემდგომში ის ჟურნალისტურ საქმიანობასეწევა და გამოცემს ჟურნალს „Weit am Montag”. 1909 -1917 წლებში ბერლინში კერძო მასწავლებლად მუშაობს, ხოლო 1917 წელს ბერლინში საპატიო პროფესორის წოდება ენიჭება. 19919-1929 წლებში მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და თეორიული ეროვნული ეკონომიკის პროფსორის კათედრა უჭირავს. 1934-36 წლებში მასწავლებლად მუშაობს პალესტინაში. 1936 წელს ამერიკის სოციოლოგიის საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს. 1938 წელს იაპონიაში, კობის უნივერსიტეტში მასწავლებლობს, რომლის შემდეგაც აშშ-ში, ლოს ანჯლესში მიემგზავრება, როგორც პოლიტიკური ემიგრანტი. 1942 წელს ის „ამერიკის სოციოლოგიისა და ეკონომიკის ჟურნალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამომცემელი ხდება, რომლის მეშვეობით „სოციოლოგიისა და პოლიტიკური მეცნიერების კლასიკოსად ყალიბდება, რომელიც გვეხმარება გავაცობიეროთ. თუ როგორი ცოცხალი, ფასეული და, ამავე დროს, მყიფეა დემოკრატიული ინსტიტუტები.“
Source: ლიბერალიზმი და ძალაუფლება: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9