1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
აზა აზე აზრ

აზრის გამოხატვისა და გამოქვეყნების თავისუფლება

შეიძლება ცალკე პრინციპის სფეროდ განვიხილოთ, რამდენადაც იგი ინდივიდის ქცევის ნაწილია, რომელიც სხვა ადამიანებს შეეხება. წარმოადგენს რა ისეთივე ღირებულებას, როგორიცაა თვით აზროვნების თავისუფლება და უმეტესწილად, ეფუძნება რა იმევა პირველსაწყისს, ფაქტობრივად თავისუფლების განუყოფელი ნაწილი ხდება. მეორეც - ეს პრინციპი გემოვნების, სურვილების და მისწრაფეფების თავისუფლებასაც გულისხმობს. ჩვენი ცხოვრების ჩვენივე საქციელთან შეჯერებას, სურვილების და ქცევის თავისუფლებას, იმ დრომდე ვიდრე ჩენი ქმედება სხვებს ზიანს არ აყენებს, თუნდაც სხვებამა ჩვენი საქციელი სულელურად, გარყვნილად ან მცდარად შეაფასონ. მესამე - ეს პრინციპი, თითოეული ინდივიდის თავისუფლებიდან გამომდინარეობს ინდივიდების ნებისმიერი მიზნისთვის გაერთიანების უფლებე, რომელსაც სხვა ადამიანებისათვის ზიანი არ მოაქვს. რა თქმა უნდა, თუ აღნიშნული ინდივიდები სრულფასოვანნი არიან და ძალდატანების, ან მოტყუების შედეგად არ ერთიანდებიან. საზოგადოება, რომელიც ზემოაღნიშნული თავისუფლების პრინციპებს არ იცავს და პატივს არ სცემს, არ წარმოადგენს თავისუფალ საზოგადოებას, როგორი მმართველობის ფორმაც არ უნდა ჰქონდეს მას. საზოგადოება, სადაც თავისუფლების პრინციპების დაცვა არ წარმოადგენს უპირობო და აბსოლუტურ ღირებულებას, სრულყოფილად თავისუფალ საზოგადოებად ვერ ჩაითვლება. თავისუფლება ისაა, როცა ჩვენი ქონების მართვა, ჩვენივე შეხედულებებითაა შესაძლებალი და არ ვცდილობთ ის სხვებს ჩამოვართვათ, ან მის შეძენაში ხელი შევუშალოთ. ყოველი ადამიანი თავისი, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური და სულიერი ჯანმრთელობის საუკეთესო დამცველია. იმის ნაცვლად, რომ სხვების ნებას დაჰყვნენ, ადამიანები საუკეთესოდ სწავლობენ სხვათა დარწმუნებით იცხოვრონ ისე, როგორც თავად სურთ.
Source: ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი). შინაარსი: კლოდ ფრედერიკ ბასტია/ადამ სმითის სიბრძნე; ჯონ სტიუარტ მილი/თავისუფლების შესახებ; ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ ექტონი / თავისუფლების ისტორია ანტიკურ ხანაში; ჰენრი ჯორჯი / ოდა თავისუფლებას; ვილჰელმ რიოპკე / ლიბერალიზმის კულტურული იდეალი; ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი / თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ; ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი / ლიბერალიზმი; ლეველ როქველი / ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი; პაატა შეშელიძე / წინ - თავისუფლებისაკენ!.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9